
- By Keti Khomeriki
- In რეგიონები
ფოთში ნიკოლაძის სანაპიროზე იწყება ახალი და თანამედროვე მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცის პროექტის განხორციელება
ფოთში ნიკოლაძის სანაპიროზე იწყება ახალი და თანამედროვე მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცის პროექტის განხორციელება.
აღნიშნულ ლოკაციაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, მცირე ზომის ამფითეატრი, მინი სპორტული მოედნები, შადრევანი, გამწვანებული სარეკრეაციო ზონები და მემორიალის დეკორატიული კედელი.
დაგეგმილია მდინარეზე არსებული პირსის რეაბილიტაცია.
აღნიშნულ სამუშაოებზე ხელშეკრულება გაფორმებულია და უახლოეს დღეებში დაიწყება შესაბამისი სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 4 934 600 ლარს შეადგენს და იგი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ავტორი – ირაკლი გუნია




