• October

    26

    2024
  • 63
  • 0
გიორგი კალანდარიშვილი : ,,მივმართავ მარნეულის საარჩევნო საოლქო კომისიას, სასწრაფო წესით მოახდინოს საკითხში გარკვევა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო უბანთან დაკავშირებით”

გიორგი კალანდარიშვილი : ,,მივმართავ მარნეულის საარჩევნო საოლქო კომისიას, სასწრაფო წესით მოახდინოს საკითხში გარკვევა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო უბანთან დაკავშირებით”

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ეხმაურება მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის შესახებ გავრცელებულ კადრებს და მოუწოდებს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას „სიტუაციაში გაერკვეს”.

„ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით ჩავდეთ.

მე მინდა, სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია, გაერკვეს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, სანამ მოხდება ამ ფაქტის დადასტურება, შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აღნიშნულთან დაკავშირებით.

მივმართავ მარნეულის საარჩევნო საოლქო კომისიას, სასწრაფო წესით მოახდინოს საკითხში გარკვევა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო უბანთან დაკავშირებით”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

დღეს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩაყარეს.

ავტორი – ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor