
ფოთში საარჩევნო პროცესი ამ დრომდე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ფოთში საარჩევნო პროცესი ამ დრომდე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
რეგიონში რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა.
სულ სამი საჩივარი დაიწერა, რომელიც ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო და ადგილზე აღმოიფხვრა.
როგორც ,,geo news,,-ს ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ სალომე როდონაიამ განუცხადა 15:00 საათის ინფორმაციით, არჩევანი 16 133-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც 39.82%-ს შეადგენს რაც რეგიონისთვის მაღალი მაჩვენებელია.
ირაკლი გუნია




