• October

    27

    2024
  • 132
  • 0
,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელი ,,კოლექტიური ნაცების” აგრესიას პასუხობს და ქართულ საზოგადოებას არჩევნებში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალის გამარჯვებას ულოცავს

,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელი ,,კოლექტიური ნაცების” აგრესიას პასუხობს და ქართულ საზოგადოებას არჩევნებში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალის გამარჯვებას ულოცავს

ალბათ, ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალიზაციის მაღალი დონის გამო ერთმანეთის აზრების მშვიდად მოსმენა აღარ შეგვიძლია. თუმცა სულ სხვა რამეა, როცა ჩვენთვის მიუღებელი აზრის გამო ადიამიანს თავს ვესხმით და პრაქტიკულად ფსიქოლოგიურ იერიშს ვაწყობთ.

არჩევნების დასრულებამდე 2 საათით ადრე ჩემს სოციალურ ქსელში დავპოსტე ის, რომ ,,ქართულ ოცნებას” ვუწინასწარმეტყველებდი გამარჯვებას, რადგან მიმაჩნდა, რომ ქართულ სუვერენიტეტს სწორედ ეს პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფდა. აღნიშნული აზრის დაფიქსირებისთანავე, ჩემს ,,ვოლზე” ახალი ,,არმაგედონი” დაიწყო, რაც მოიცავდა შეურაცხყოფებსა და პირდაპირ უშუალო გინებას, თან არამარტო ჩემი, არამედ ჩემი ნათესავის, ქართველი პატრიოტისა და საზოგადო მოღვაწის ვლადიმერ ხომერიკის მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ მისი აზრი რუსეთის ფედერაციაში პატივისცემით სარგებლობს და ხშირ შემთხვევაში გაზიარებულიც გახლავთ, რომელიც თავის გავლენას მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ დაეხმაროს თავის სამშობლოს და არსებული გეოპოლიტიკური რისკები მაქსიმალურად შეამციროს.

ჩემი პოზიცია არ არის განპირობებული ილუზორული აღფრთოვანებით რუსეთის ფედერაციის მიმართ. არსებითად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეალური პოლიტიკის კონკრეტული გამოწვევების გათვალისწინება და რუსეთთან გეოპოლიტიკურ ჭრილში ურთიერთობების ისე დალაგება, რომ ეს ქვეყანა არ გვიქმნიდეს იმდაგვარ საფრთხეებს, როგორიც საქართველომ 2008 წელს გადაიტანა და უფრო მეტიც, თურქულ-ირანული პოლიტიკური ღერძის გეოგრაფიული სიახლოვის გათვალისწინებით მნიშვნელოვანწილად, როგორც მართლმადიდებლური სახელმწიფო რუსეთის მხრიდან დაცვითა და მხარდაჭერით ვსარგებლობდეთ ერთიანი მართლმადიდებლური გეოპოლიტიკის ხედვის ფარგლებში. რაოდენ მაცდუნებელიც არ უნდა იყოს ლოზუნგომანიით დაავადება და იმის ყვირილი, რომ რაღაცა მიუღებელია პრობლემის არსი ყველა შემთხვევაში კონსტრუქციულ დიალოგსა და პრობლემის დარეგულირების მცდელობაში ვლინდება. მთლად მარტივად, რომ ავხსანთ ,,არა რუსულ კანონს” ან ,, რუსკი კარაბლ იდი ნახუი” პრობლემას კი არ წყვეტს, პირიქით პრობლემებს ზრდის. ,,ურა პატრიოტიზმი” კი, ბრმად გვიბიძგებს მსოფლიოს პირველი ატომური ძალაუფლების პროვოცირებისაკენ, მაშინ როდესაც მსგავსი ქმედებისაგან თვით შეერთებული შტატების ადმინისტრაციაც პრინციპულად თავს იკავებს.

ასევე, ბრალდებები გაჟღერდა უშუალოდ ჩემი გამოცემის მიმართაც, თითქოსდა სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან ფარულად ვფინანსდებით. ესეც ისეთივე აბსურდია, როგორც ყველა დანარჩენი, რაც ჩემი აზრის მიუღებლობის გამო ჰიპერ აგრესიულად იქნა დაპოსტილი ჩემს ,,ვოლზე”. არსებითი კი ისაა, რომ ყველა დასავლური დისკურსიდან გამომდინარე, ფინანსური ნაკადების მიმღებ მონადირედ ვერ იქნება მოაზრებული, რამეთუ ის, რაზეც გელაპარაკეთ ოდნავ ზევით ჩემი ღრმა რწმენით საქართველოს ჭეშმარიტ ინტერესს წარმოადგენს, რაზეც არამცთუ მე, საქართველოს ისეთ ისტორიულ პიროვნებებს უფიქრიათ, როგორიც თავისი ეპოქის გენია ერეკლე მეორე იყო.

და მაინც, ჩემი მედიის დაფინანსებას რაც შეეხება პრინციპულად განვმარტავ, რომ ჩვენს საქმიანობას ჩვენი მოწადინება, შრომისუნარიანობა და შესაბამისი პროფესიონალიზმი უზრუნველყობს, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენი გამოცემა ფინანსური კუთხით იღებს იმ მცირე, მაგრამ ლეგალურ მხარდაჭერას, რომელიც არავითარ გავლენას არ ახდენს ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაზე და შესაბამისად, ამ სახის დახმარება არ მოდის ჩვენთან პოლიტიკური პარტიებისა თუ მათთან ასოცირებული ძალებისგან. ეს მცირე დახმარება იმ მაღალი მორალის ადამიანებისგან გაიცემა, ვისთვისაც სულერთი არ არის საქართველოს ხვალინდელი დღე, სამოქალაქო მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რაც პირველ რიგში, თავისუფალი მედიის და შესაბამისად, დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი სარედაქციო პოლიტიკის და ჟურნალისტური პროფესიონალიზმის მხარდაჭერას გულისხმობს.

დასაწყისში აღწერილი ქმედებები ყველა შემთხვევაში იმაზე მიუთითებს, რომ არსებითად გადავეჩვიეთ ცივილური დისკუსიის კულტურას და აზრთა გაცვლას, ანუ იმას, რომ ჩვენთვის მიუღებელი აზრის მოსმენა აგრესიის გარეშე შეგვეძლოს.

მთავარი მაინც ისაა, რომ მეტი პატივისცემით მოვეპყროთ ერთმანეთის აზრებს, რადგან ის თუ როგორი მიმღებლობა გვაქვს სხვათა აზრისა, მეტყველებს ჩვენს შინაგან სამყაროზე და ჩვენი ხედვის დიაპაზონზე. საბოლოოდ, კი ეს მეტყველებს ჩვენს თავზე სხვათა პრიზმაში, ანუ იმაზე, რანი ვართ სინამდვილეში და არა იმაზე, თუ რა გვგონია, რომ ვართ.

თუ ქართველი კაცი იქამდე დადის, რომ სოციალური ქსელის გამოყენებით, ქალს შავი პირით აგინებს, ეს იმისი მაგალითია, როგორ დეგრადირდა საზოგადოება და არა იმისა როგორი უკომმპლექსოა ესა თუ ის ოჯახში გაუზრდელი ქაჯი.

დაბოლოს, კვლავ აღვნიშნავ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე იყო, რამეთუ საქართველოს ხელისუფლებაში კვლავ ის ძალა რჩება, რომელსაც ყველაზე უკეთ ხელეწიფება მშვიდობის პოლიტიკის მყარად დაცვა და რეგიონალური გეოპოლიტიკური საფრთხეებისგან ჩვენი სახელმწიფოს დაცვა. განსაკუთრებით მიხარია, რომ ჩემი ამ პოზიციის ჭეშმარიტება დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გაიზირა.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor