• October

    27

    2024
  • 72
  • 0
,,რია ნოვოსტი” : ,,ევროპარლამენტარებმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გააკრიტიკეს”

,,რია ნოვოსტი” : ,,ევროპარლამენტარებმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გააკრიტიკეს”

,,ევროპარლამენტის წევრებმა, რომლებიც მანამდე არაერთხელ აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, განაცხადეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა ვითომდა „სიძულვილისა და დაშინების“ ატმოსფეროში მოხდა და ქვეყანა, მათი აზრით, დემოკრატიას შორდება”,- ამის შესახებ რუსული გამოცემა ,,რია ნოვოსტი” წერს.

„ჩვენ ვშიშობთ, რომ სიძულვილისა და დაშინების ატმოსფერო, რომელიც ჩვენ შევნიშნეთ არჩევნების დღეს, სერიოზულად შეაფერხებს პოლიტიკურ პროცესს საქართველოში”,- ეს ევროპარლამენტის დელეგაციის წევრის, ესპანელი ევროპარლამენტარის ანტონიო ლოპეს-ისტურიზ უაითის სიტყვებია, რაც ციტირებულია ევროპარლამენტის პრესრელიზში.

ევროპარლამენტარი ირწმუნება, რომ დელეგაცია სავარაუდოდ, შეესწრო ზოგიერთ უბანზე ქაოსს, ძალადობას, ბიულეტენების ჩაყრასა და ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევას.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კვირას დაასრულა ყველა საარჩევნო უბნის ხმების დათვლა. ბიულეტენების დამუშავების შედეგების მიხედვით, მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,92% მიიღო. პარლამენტში ასევე შევიდა ოთხი ოპოზიციური პარტია, რომლებმაც ჯამში 37,78% მიიღო.

ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ ცესკოს მონაცემებს არ ცნობენ.

ეუთოს მოკლევადიანი მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარმა აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნების კარგი ორგანიზება იყო, თუმცა დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულია არაერთი დარღვევა.

ჯერ კიდევ არჩევნებამდე, თბილისის პოლიტიკით უკმაყოფილო ევროპარლამენტის წევრებმა რეზოლუციაში „დემოკრატიიდან უკან დახევისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხის შესახებ საქართველოში“ მოუწოდეს ევროკავშირს სანქციების დაწესებისკენ. ასევე, საქართველოსთვის ევროკავშირიდან ყველა დაფინანსების გაყინვისკენ.

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის აზრით ადრე მიიღო, რამდენიმე კრიტიკული კანონი:

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ასევე, კანონი ,,ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ (მოძრაობა აღიარებულია ექსტრემისტულად და აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში)  და ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობა“, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კანონი უცხოური აგენტების შესახებ. ევროკავშირმა გააკრიტიკა ეს კანონები და ოფიციალურ თბილისს მათი გაუქმება მოსთხოვა.

მოამზადა – ქეთი ხომერიკმა

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor