• October

    28

    2024
  • 79
  • 0
დესტრუქციული ოპოზიცია ამბიციებისა და ვნებების გაუვალ ლაბირინთში აიხლართა

დესტრუქციული ოპოზიცია ამბიციებისა და ვნებების გაუვალ ლაბირინთში აიხლართა

,,წყალ წაღებული ხავს ეჭიდებოდაო”, ეს არის გამოთქმა, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს ოპოზიციის დღევანდელ სახეს. უკვე 48 საათზე მეტი გავიდა საპარლამენტო არჩევნებიდან, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 100%-ი დაითვალა და ამჯერადაც საზოგადოებამ ბედი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ,,ქართულ ოცნებას” ანდო.

რადიკალებისთვის არასასურველი შედეგით, რომ დასრულდებოდა არჩევნები, ამაში ყველა დარწმუნებული იყო, თუმცა მათი რადიკალური გეგმა, რომელიც ქაოს ითვალისწინებს და რომელსაც დემოკრატიასთან და მითუმეტეს ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს ცალსახაა.

არჩევნების შედეგებმა გამოკვეთა ისიც, რომ სისხლიანი ცხრა წლის შემოქმედი ,,ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია აღარ არის. ცესკოს მონაცემებით, ,,ნაცმოძრაობა” მესამე ადგილზე გავიდა.

მეორე ადგილზე გავიდა გვარამია-მელიას ,,ახალი”, რომლებმაც გუშინ პროტესტის გზა აირჩია. მათ განაცხადეს, რომ პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ. ისინი საპარლამენტო სიების ჩახსნასაც აანონსებენ. ,,ვაცხადებთ სრულ დაუმორჩილებლობას”, – ასე დაასრულა ბრიფინგი ნიკა გვარამიამ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია რა იგულისხმა, თუმცა სრულ დაუმორჩილებლობაში გვარამიამ, რასაც იგულისხმებდა ისედაც ცხადი და ნათელია.

მანდატების დატოვებაზე საუბრობს თაღლითი და მევახშე ხაზარაძის ,,ლელოც”. ალეკო ელისაშვილი ამბობს იმსაც, რომ მანდატები უნდა დატოვონ. საპირისპიროა ამავე კოალიციაში გაერთიანებული ანა დოლიძის პოზიცია, რომელიც აღნიშნავს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია და საკითხზე პარტიაში კონსულტაციებიც არ გამართულა.

როგორც ადრე, ამჯერადაც, ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და 11-ე მოწვევის პარლამენტში ზუსტად იგივე დესტრუქციას იწყებს, როგორც ეს 10-ე მოწვევის პარლამენტში დაიწყო. მათი მთავარი გეგმა ახლა ქუჩის ძალადობრივ პროტესტზე და რადიკალურ ნაბიჯებზე გადის რომელიც, რაც მარცხისთვისაა განწირული.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor