• September

    28

    2023
  • 122
  • 0
ლატვიის პრეზიდენტი – საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

ლატვიის პრეზიდენტი – საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა მოუწოდა  საქართველოს მეტი წინსვლა რეფორმების განხორციელებაში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ რეკომენდაციების შესრულებაში. ინფორმაციას ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩსის ადმინისტრაცია ავრცელებს, მას შემდეგ, რაც ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ლატვიის პრეზდენტის ადმინისტრაცია ასევე ხაზს უსვამს, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს შეუქცევად პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

„ქართული საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მოიპოვონ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავე დროს, რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor