• October

    30

    2024
  • 82
  • 0
ცოტნე ანანიძე : ,,ყველას მოუწევს შეეგუოს ქართველი ხალხის არჩევანს”

ცოტნე ანანიძე : ,,ყველას მოუწევს შეეგუოს ქართველი ხალხის არჩევანს”

არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების შემდეგ, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ,,GEO NEWS,,-თან ინტერვიუში ,,ქართული ოცნების” დეპუტატი ცოტნე ანანიძე აფასებს, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში ,,ქართული ოცნების” გაფერადება უალტერნატივო იყო. ცოტნე ანანიძე კენჭისყრის პროცეს დადებითად აფასებს და ამის მაგალითად ეუთო/ოდირის წარმომადგენლების განცხადებები მოჰყავს.

ცოტნე ანანიძე: შესაძლებელია იყოს გარკვეული უკმაყოფილება და კითხვები, მაგრამ  26 ოქტომბრის არჩევნებში 41-ის გაფერადება უალტერნატივო იყო – პირველ რიგში, მშვიდობის შენარჩუნებისა და ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნების თვალსაზრისით. მოსწონს ვინმეს თუ არა, ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ხალხის ნებიდან გამომდინარეობს.

2024 წლის 26 ოქტომბერს სრულად პროპორციული არჩევნები ჩატარდა, რაც ისტორიული მნიშვნელობის გახლავთ. ამავდროულად, ელექტრონულიც და ყველა აქტორი აღიარებს, რომ კენჭისყრის დღე კარგად იყო ორგანიზებული, რასაც  ეუთო/ოდირის დასკვნამ ნათელი მოჰფინა.

ბატონო ცოტნე, რადიკალური ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პროტესტის გზას ირჩევს, რა მოლოდინი გაქვთ ? 

-რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და აცხადებს  –  გაყალბდაო. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთი გზავნილები მიეტანათ ამომრჩევლამდე, თუმცა მგონი ყველა დამეთანხმება, რომ საკმაოდ პასიური საარჩევნო კამპანია ჰქონდათ, მოსახლეობასთან შეხვედრის თვალსაზრისით და ახლა ეს არის დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ უკვე ვნახეთ ოთხი წლის წინ, საპარლამენტო მანდატების დათმობასთან დაკავშირებით. უმჯობესი იქნება, რომ ოპოზიცია პარლამენტს დაუბრუნდეს.

ახლა ოპოზიციამ უნდა იმუშაოს წარმომადგენლობით ორგანოებში. წესით და რიგით ეს იქნება ყველაზე სწორი და ადეკვატური რეაქცია ოპოზიციის მხრიდან.

კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტიც უსამშობლო ოპოზიციის ნარატივს იმეორებს და არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს, რისი იმედი აქვს ?

-პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების აღიარება არ აღიარება საქართველოს კონსტიტუციით არაფერს ცვლის და ეს არის ის შედეგი, რომელიც ქართველმა ხალხმა დააყენა და ყველას მოუწევს შეეგუოს ქართველი ხალხის არჩევანს.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor