• October

    30

    2024
  • 68
  • 0
ირაკლი კობახიძე – არჩევნები წარიმართა უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, ახლა კონკრეტულ ძალებს სჭირდებათ გადაწყობა ახალ რეალობაზე და ეს აუცილებლად მოხდება

ირაკლი კობახიძე – არჩევნები წარიმართა უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, ახლა კონკრეტულ ძალებს სჭირდებათ გადაწყობა ახალ რეალობაზე და ეს აუცილებლად მოხდება

ეს არჩევნები წარიმართა უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, ამ გარე ჩარევის მიზანი იყო რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვება.

„ახლა კონკრეტულ ძალებს სჭირდებათ გადაწყობა ახალ რეალობაზე და ეს გადაწყობა აუცილებლად მოხდება. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ამ არჩევნების და მეორე არჩევნების შემდეგ, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, რაც ვფიქრობ, მოხდება ძალიან მალე, მომავალ წელს, შეიძლება იანვარ-თებერვალშიც, შეიძლება ოდნავ უფრო გვიან, მაგრამ როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამის შემდეგ უკვე სრულად აღდგება სამართლიანობა ურთიერთობებში. უკრაინაში ომის დაწყებამდე ასეთი პრობლემები, გაუგებრობები არ არსებობდა. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად გაჩნდა ეს გაუგებრობები. როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე გაუგებრობები გაქრება და, შესაბამისად, აღდგება სამართლიანობა და ჯანსაღი ურთიერთობები. სანქციებს რაც შეეხება, ეს ერთ-ერთი ფაქტორია. ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს სანქციებს, დააწესოს სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას. ჩვენ რომ ეს გაგვეკეთებინა, დღეს აქ ჰიდროელექტროსადგურს კი არ გავხსნიდით, გვექნებოდა საერთოდ სხვა ვითარება, რა ჰიდროელექტროსადგურებიც მუშაობდა, ისიც გაჩერდებოდა, მარტო პირველივე წელიწადს, მინიმუმ, 10%-იანი ვარდნა გვექნებოდა. ამას ითხოვს ევროპარლამენტი აბსოლუტურად ღიად. თავად უნდა გამოიტანოთ დასკვნები ამასთან დაკავშირებით. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, მაშინვე გაქრება ასეთი უსამართლო, გაუგებარი მოთხოვნები, მოთხოვნა, რომ გავანადგუროთ საკუთარი ხელით საკუთარი ეკონომიკა და მაშინვე ჯანსაღ რელსებზე გადაერთვება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor