
,,ქართული ოცნების” მხარდამჭერი გოჩა კუპრინი ქართველი ხალხის არჩევანს იწონებს
,,GEO NEWS” გთავაზობთ ინტერვიუს მმართველი პარტიის მხარდამჭერ გოჩა კუპრინთან, რომელიც ინტერვიუში ,,ქართული ოცნების” დამაჯერებელ გამარჯვებაზე და რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე საუბრობს.
გოჩა კუპრინი :,,რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს ერთი მიზანი, რაც გულისხმობს მშვიდობით და კეთილდღეობით სვლას წინ ევროპისკენ, ცხადია პატივისცემით ჩვენი სარწმუნოების მიმართ. რადიკალური ოპოზიცია კი, როგორც ყოველთვის, დღესაც გაიძახის (არჩევნები), გაყალბდაო. მათი მოსაწონი არჩევნები, რაც დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით, მას შემდეგ არ ყოფილა. ვფიქრობ, არც არასდროს იქნება. ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობა, რადიკალური ოპოზიცია კი, ნელ-ნელა ომში მიგვათრევს.
ღმერთს მადლობა, რომ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გააკეთა სწორი არჩევანი, ომსა და მშვიდობას, სიწმინდესა და ,,ლგბტ” პრობაგანდას შორის, ყველას დიდი მადლობა.
ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ ევროპაში შესვლას და გამარჯვებას. 2024 წლის არჩევნები იყო ის არჩევნები, რომელიც საქართველოში არასდროს ჩატარებულა.
–რას გულისხმობთ ?
-არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის ის მნიშვნელოვანი პროცესია, რომლის დროსაც თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითავისოს ის პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი ვალდებულება, რაც ასოცირდება არჩევანის დაფიქსირებასთან. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია იმით, რომ მას შეუძლია ჩაერთოს იმ დემოკრატიულ გამჭირვალე პროცესებში, რაც საშუალებას მისცემს არჩევნებზე დაფიქსირებულ ხმათა მიხედვით აირჩიოს ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში განახორციელებს საკანონმდებლო
ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და მომდევნო 4 წლის განმავლობაში კონტროლს გაუწევს მთავრობის საქმიანობას. როგორც ვიცით, 2024 წლის არჩევნებში მოქალაქეებმა ქვეყნის ისტორიაში პირველად ხმა მხოლოდ პარტიულ სიებს მისცეს და აღარ ირჩევენ მაჟორიტარ კანდიდატებს, ასევე, ამოქმედებულია 5 % იანი ბარიერი და ხმის მიცემა ,,ელექტრონული წესით” მოხდა, რაც საარჩევნო კუთხითაც, ქვეყნისთვის წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეგვიძლია მოვიხსენიოთ.
–რადიკალები და კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. რა მოლოდინი გაქვთ ?
-საქართველოს მოქალაქეებს ყოველთვის უნდა შეგვწევდეს ძალა გავითავისოთ და ჩავერთოთ იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რაც ქვეყანას და მის სახელმწიფოებრიობას უკეთესობისთვის წაადგება. რადიკალები ვერაფერს გახდებიან, რადგან საქართველოს მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთა, შესაბამისად, ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. საერთოდაც, ქვეყანაში ამდენი ოპოზიციური პარტიის არსებობა საჭირო არ არის, რადგან უმეტესობა მათგანი სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა.
ირაკლი გუნია





