• October

    30

    2024
  • 75
  • 0
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – კანონით დადგენილი წესით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – კანონით დადგენილი წესით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო

კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, ყადაღა დაედო ე.წ. ქოლცენტრების საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს.

დღეის მდგომარეობით, გამოძიება გრძელდება და სამსახური საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor