
საქართველომ ეკონომიკური წინსვლის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა
,,ქართული ოცნების” ხელისუფლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და უპრეცენდენტო პროექტი.
პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური ,,ხობი-2″ გაიხსნა.
ჰესის დადგმული სიმძლავრე 44,5 მეგავატია, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავება 202 მლნ კვტ/სთ-ის.
გუშინ, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკის მინისტრი, საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის ამბიციური გეგმაა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავებამ მოხმარების მაჩვენებელს გადააჭარბოს.
კობახიძე აქვე, ამბობს იმასაც, რომ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველოს ენერგეტიკული რესურსები 37%-ით გაიზარდა.
,,ეკონომიკურ ზრდას თან სდევს ჩვენი ენერგეტიკული რესურსების გაძლიერება, ამიტომ ასეთი პროექტები ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანია”, -განაცხადა ,,ხობი 2″-ის გახსნაზე პრემიერმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ენერგო დამოუკიდებლობას.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობები და ენერგო დამოუკიდებლობა ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.
ირაკლი გუნია




