• November

    1

    2024
  • 62
  • 0
ვიქტორ ორბანმა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა ვენის დეკლარაციას ხელი მოაწერეს

ვიქტორ ორბანმა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა ვენის დეკლარაციას ხელი მოაწერეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა ხელი მოაწერეს ვენის დეკლარაციას. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

ერთობლივ დეკლარაციაში ორბანმა და კიკლმა განაცხადეს, რომ ევროპისა და ევროკავშირის რეფორმა არ გულისხმობს „იძულებით ცენტრალიზაციასა და ინსტიტუტების გართულებას“, არამედ „ძალაუფლების დაბრუნებას ხალხისა და წევრი ქვეყნების მიერ არჩეული დეპუტატებისთვის“.

„საჭიროა, შემცირდეს ბრიუსელის პოლიტიკური წონა და ამავდროულად, გაძლიერდეს წევრი ქვეყნების პირდაპირი და საპარლამენტო დემოკრატია“,- აღნიშნულია განცხადებაში.

მათი აზრით, ევროკავშირისა და ევროპული კულტურისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს „მასშტაბური არალეგალური მიგრაცია“.

„კანონის უზენაესობის ყველა არსებული ინსტრუმენტი უნდა იქნას გამოყენებული არალეგალური მიგრაციისა და თავშესაფრის უფლებების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად“,- წერია დეკლარაციაში.

ვენის დეკლარაცია ასევე ადასტურებს, რომ არ არსებობს სხვა სქესი გარდა მამაკაცისა და ქალისა.

ამასთან, დოკუმენტი მსოფლიოში მიმდინარე ომების შეწყვეტის მოწოდებასაც გასცემს.

„დეკლარაციის ხელმომწერები აქტიურად უჭერენ მხარს მსოფლიოში მიმდინარე ომების რაც შეიძლება მალე დასრულებას ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების გზით. მოუწოდებენ ევროპას უზრუნველყოს სივრცე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის და ამით დაუბრუნდეს თავდაპირველ იდეას, რომელიც ევროკავშირს სამშვიდობო პროექტად განიხილავდა“,- აღნიშნულია ვენის დეკლარაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor