
,,მადამ” პრეზიდენტი საკუთარ კარიერას სასირცხვილოდ და ხალხისგან მოღალატედ შერაცხული ასრულებს
პრეზიდენტის პოლიტიკური ფერისცვალება. მმართველი პარტიის დიდი მხარდაჭერით მოპოვებული გამარჯვება და სალომე ზურაბიშვილი მოღალატე ოპოზიციის გვერდით, ასე ასრულებს თავის საპრეზიდენტო კარიერას სალომე ზურაბიშვილი.
მედია არქივი ინახავს პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის მხრიდან ბულინგისა თუ შეურაცხყოფის კამპანიას. თუ როგორ მიიჩნევდნენ ზურაბიშვილს რუსეთუმედ, უწოდებდნენ მოღალატეს და ხალხის მტერს. საზოგადოებას ახსოვს ისიც, რომ ოპოზიცია იმ საპრეზიდენტო არჩევნებსაც გაყალბებულად მიიჩნევდა, რომელიც სწორედ ,,ქართული ოცნების” უპირობო მხარდაჭერით სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. მაშინაც რადიკალები ამბობდნენ, რომ არჩევანი გასაკეთებელი იყო რუსეთსა და ევროპას შორის და დღესაც ამ მოცემულობაში არიან. ის რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია, ეს საქართველოს კონსტიტუციაში ხაზგასმით წერია, მაგრამ ვის როგორ უნდა ევროპაში შესვლა ? ეს არის კითხვა, რომელიც აქტუალურია.
ოპოზიციის დღის წესრიგი ომი, რადიკალიზმი და საზოგადოების დეგრადაციაა, ასე ესახებათ მათ ევროკავშირში შესვლა, განსხვავებით ,,ქართული ოცნებისგან” , რომლის არჩევანიც ევროკავშირია, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ პირველ ხაზზე ჯერ ეროვნული ინტერესები და ფასეულობები დგას.
სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის მიმართულებით არა ერთი და ისტორიული ნაბიჯები გადაიდგა: უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსის მოპოვება,თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედება და ა.შ.
დავუბრუნდეთ პრეზიდენტს, რომელიც ორ წელზე მეტია, მოღალატე და აგენტურული ოპოზიციის მთავარი ლიდერია.
რადიკალებს ჰყავთ კიდევ ერთი ბელადი ,,ვივამედის” კლინიკაში წამოპლაკული პატიმარი სააკაშვილი, რომელიც კვლავ ქუჩის პროტესტსა და დაუმორჩილებლობას ითხოვს.
ის რომ რუსთაველი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური გამზირია და პარლამენტთან წლების მანძილზე წყდებოდა ამ ქვეყნის ბედი, ეს ყველამ კარგად იცის. რადიკალებს ზურაბიშვილისგან განსხვავებით, სააკაშვილი ვირტუალურად ,,ონლაინ რეჟიმში” მიმართავდა, ამჯერად, სააკაშვილი ზურაბიშვილმა ჩაანაცვლა ვირტუალური რეალობიდან აქციის სცენაზე. ოპოზიციის მთავარი საყრდენი, რომელიც თანამდებობას დეკემბერში დატოვებს, ქვეყნის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც კონსტიტუცია არა ერთხელ დაარღვია. ის ასევე, ამ ქვეყანაში პირველი და ბოლო მთავარ სარდალი იქნება, ვინც ისტორიულ არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს , მეტიც, და თუ მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარებენ, უარს ამბობს მისვლაზე და სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციით არის დაკავებული.
აი, სწორედ ასეთია გზა, რომელიც ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ხალხის წინააღმდეგ გაიარა, იმ საზოგადოების წინააღმდეგ, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე მხარდაჭერა გამოუცხადა და ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტად აირჩია.
ირაკლი გუნია




