• November

    1

    2024
  • 106
  • 0
,,ნაცხროვის” სისხლიანი პროკურორი გვარამია ხალხის შეკრებას და დასავლეთის დავალების შესრულებას წინა ხაზიდან ფუჭად ერკინება

,,ნაცხროვის” სისხლიანი პროკურორი გვარამია ხალხის შეკრებას და დასავლეთის დავალების შესრულებას წინა ხაზიდან ფუჭად ერკინება

მოღალატე და კოლექტიური დასავლეთის დაკვეთის შემსრულებელი ოპოზიცია ვერ შემდგარი პროტესტის მოლოდინშია.

მართალია, გეგმა არ აქვთ, მაგრამ აპროტესტებენ ე.წ გაყალბებულ არჩევნებს. ქვეყნის მტრები ტრადიციებს, არც ამჯერად ღალატობენ და დესტრუქციულ ქმედებებს აანონსებენ. ამაზე მიუთითებს ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი.

რადიკალი და ნაპროკურორალი ნაცი გვარამია ამბობს იმასაც, რომ ის ფარულად არაფრის გაკეთებას არ აპირებს და აქვე რუსთაველზე კარვების დადგმას ითხოვს. პოსტში, გვარამიამ საკონტაქტო ნომრებიც მიუთითა, სადაც, იმ მოქალაქეებს შეეძლებათ დარეკონ, ვინც მათ აქციისთვის კარავს მიაწვდის.

იმის შიშით შეპყრობილი დესტრუქციული ოპოზიცია, რომ მათ აქციებზე ხალხი არ მივა, პროტესტის კიდევ ერთი ფორმას იგონებს – ამჯერად კეზერაშვილის ,,ფორმულა”-ს წარმომადგენელი აქტიურდება. მიშა მშვილდაძე ყველას გაფიცვისკენ მოუწოდებს.

დესტრუქციული ძალების მხარდამხარ დგას ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელიც ტრადიციას ასევე, არ ღალატობს და საპროტესტო აქციის ფინანსურ მხარეს იბარებს. მეტიც, სოციალურ ქსელში ავრცელებს ანგარიშის ნომერს და მოქალაქეებს თანხის ჩარიცხისკენ მოუწოდებს.

კოლექტიური ,,ნაცმოძრაობა” ყველა გზის გამოყენებას აპირებს, რათა ორშაბათს ხალხი რამენაირად ქუჩაში გამოიყვანოს, მაგრამ ქართული საზოგადოება მათ არ ენდობა და შესაბამისად, ხალხშიც პროტესტის მუხტი არსებობს.

მოღალატე და ქვეყნის მტერი ოპოზიცია თავის მოღვაწეობას კრახით დაასრულებს და გაბრაზებული ქართული საზოგადოება, რომელმაც არჩევანი საქართველოს მშვიდობასა და განვითარებაზე გააკეთა, საბოლოოდ მიუჩენს მათ საკუთარ ადგილს. რაც არ უნდა იფაფხურონ დასავლეთის აგენტებმა ქართველმა ხალხმა საკუთარი სახელმწიფოებრივი არჩევანი უკვე გააკეთა. 

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor