• November

    2

    2024
  • 121
  • 0
ილია ვერძაძე დესტრუქციული ოპოზიციის ფიასკოსთვის განწირულ გეგმებს ააშკარავებს

ილია ვერძაძე დესტრუქციული ოპოზიციის ფიასკოსთვის განწირულ გეგმებს ააშკარავებს

არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ,,GEO NEWS”-თან ,,ქართული ოცნების” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ილია ვერძაძემ შეაფასა. ვერძაძე ინტერვიუში რადიკალური ოპოზიციის ბრალდებებს არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით ეხმაურება და აანალიზებს.

ილია ვერძაძე : პირველ რიგში, პატივისცემა მინდა გამოვხატო თქვენი მკითხველის მიმართ.
ზოგადად, არჩევნების ე.წ. გაყალბების თემა თავიდანვე არარეალური იყო. როცა რაიმეს წინასწარ აანონსებ, ან საკუთარ შიდა ბაზარზე გაქვს გათვლა, ან გულუბრყვილოდ ფიქრობ, რომ შენს გათვლას ვერავინ მიხვდება. საბედნიეროდ, ჩვენი მოსახლეობა საკმაოდ გათვითცნობიერებულია საარჩევნო ნიუანსებში და ეს სატყუარა დიდი ხანია აღარ მუშაობს.

ბატონო ილია, რამდენად ადეკვატურად გეჩვენებათ საქართველოს პრეზიდენტის დემარში გენერალური პროკურატის კანონიერი მოთხოვნის მიმართ ?

– რა თქმა უნდა, სახელმწიფო მსგავს, თუნდაც უსაფუძვლო განცხადებებზე უნდა რეაგირებდეს. სწორედ იმიტომ, რომ მათი უსაფუძვლობა და უსუსურობა უფრო მკაფიოდ გამოვლინდეს.

ისმის კითხვა, რატომ არ თანამშრომლობს პრეზიდენტი გამოძიებასთან ?

როგორც ჩანს, ზურაბიშვილი საკუთარი ამბიციების და პოპულისტური განცხადებების მსხვერპლი გახდა. ზოგადად, ოპოზიციონერი ლიდერები და პრეზიდენტი მგონი კარგად ვერ გაერკვნენ თავისი დაბალი რეიტინგის მიზეზებში. ასეთი აშკარა, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ტყუილი კი, პირდაპირ აისახება საზოგადოების მათდამი დამოკიდებულებაზე.

სამწუხაროდ, პოლიტიკურ ყოველდღიურობაში დროულად დაბრუნებას ისინი რადიკალიზმის ხელშეწყობას ამჯობინებენ და როგორც თავად ამბობენ, ცდილობენ ხალხის გაბრაზებით, დასავლეთისთვის შექმნან სურათი დაძაბულობისა და პოლიტიკური კრიზისისა, რომელსაც, რა თქმა უნდა, თავისი მახასიათებლები აქვს და ჩვენი ქვეყნის ახლანდელი მდგომარეობიდან ძალზედ შორს არის. საქმე ის გახლავთ, რომ ხალხი ოპოზიციაზე უკეთ ხვდება ამას და შედეგიც სახეზეა. ხალხი ბრძენია და ოპოზიციაზე უკეთ ხვდება ,,თაღლითობას”. სამწუხაროა, მაგრამ მათთვის პროტესტი და ვითომდა, მანდატების არ მიღება არის ხავსი და მეტი არაფერი.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor