• November

    4

    2024
  • 69
  • 0
ფოთში – კოსტავას, გამსახურდიას, დავითაიას, 8 მარტის და კრატასიუკის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა

ფოთში – კოსტავას, გამსახურდიას, დავითაიას, 8 მარტის და კრატასიუკის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა

ფოთში – კოსტავას, გამსახურდიას, დავითაიას, 8 მარტის და კრატასიუკის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, დაიგო ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი, განხორციელდა სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.

იცვლება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესი კოსტავას და მარჯანიშვილის ქუჩებზე.

კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გახდება ცალმხრივი -რუსთაველის რკალიდან 8 მარტის ქუჩის მიმართულებით. ასევე, მარჯანიშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გახდება ცალმხრივი – 8 მარტის ქუჩიდან ცოტნე დადიანის მოედნამდე. პარალელურად, წყალარინების პროექტის სამუშაოები დაიწყება გურიის, სამეგრელოს და ლარნაკას ქუჩებზე, რის შემდეგაც, აღნიშნულ ქუჩებზე განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის სრული მოწყობა.

სახელმწიფოსა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს ქალაქის ყველა ქუჩას.

ავტორი – ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor