• November

    5

    2024
  • 58
  • 0
ვატო შაქარიშვილი – სამწუხაროა, რომ ადეიშვილი-გვარამიას პროკურატურის მაღალჩინოსანი ვლადიმერ ხუჭუა დღემდე მოსამართლეა, დავალებამ არ დააყოვნა საელჩოდან და ხუჭუამ გაკოტრებულ ოპოზიციას ხავსი გადაუგდო

ვატო შაქარიშვილი – სამწუხაროა, რომ ადეიშვილი-გვარამიას პროკურატურის მაღალჩინოსანი ვლადიმერ ხუჭუა დღემდე მოსამართლეა, დავალებამ არ დააყოვნა საელჩოდან და ხუჭუამ გაკოტრებულ ოპოზიციას ხავსი გადაუგდო

2004 წლიდან 2011 წლის ჩათვლით პროკურატურაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანი, ნაცაქტივისტი მეუღლით, ცხადია, ზიანს მიაყენებდა სახელმწიფოს, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითიც თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ყველას გვახსოვს აშშ-ის საელჩოში დაბარებული მოსამართლეები; ასევე, კანონიერი განაჩენის გამო (მათ შორის ისეთი განაჩენის, რომელიც სტრასბურგმაც დაადასტურა) დასჯილი და დასანქცირებული მოსამართლეები; ასევე, ვნახეთ USAID-ის თუ სხვა ევრო-ამერიკული ფონდების მიერ წახალისებული მოსამართლეები, რომლებიც სისტემაში ჰყავთ ჩანერგილი და საჭირო მომენტში აამოქმედებენ ხოლმე.

სამწუხაროა, რომ ვლადიმერ ხუჭუა, ეს ადეიშვილისა და გვარამიას პროკურატურის მაღალჩინოსანი, დღემდე მოსამართლეა! რთული წარმოსადგენი არ არის, რა დონის ბინძური საქმეები აქვს შესრულებული, რომ სააკაშვილისგან ღირსების ორდენიც კი დაუმსახურებია!

2004 წლიდან 2011 წლის ჩათვლით პროკურატურაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანი, ნაცაქტივისტი მეუღლით, ცხადია, ზიანს მიაყენებდა სახელმწიფოს, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა!

დავალებამაც არ დააყოვნა საელჩოდან და ხუჭუამ გაკოტრებულ, დამარცხებულ, გამარგინალებულ ოპოზიციას ხავსი გადაუგდო!!!“ – წერს ვატო შაქარიშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საია-ში აცხადებენ, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს სარჩელი, რაც ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

„სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატრა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.

საია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor