• June

    24

    2026
  • 39
  • 0
„ბიბისი“ – კირ სტარმერი ენდი ბერნემს შეხვდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მის შემცვლელად განიხილება

„ბიბისი“ – კირ სტარმერი ენდი ბერნემს შეხვდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მის შემცვლელად განიხილება

კირ სტარმერი ენდი ბერნემს შეხვდა. როგორც „ბიბისი“ წერს, ეს მათი პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც მანჩესტერის მერმა, ენდი ბერნემმა საპარლამენტო მანდატისთვის გამართულ შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა.

„ბიბისის“ ცნობით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა.

ამ დროისთვის ბერნემი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ლიდერობისთვის გამოიკვეთა. მას კონკურენტი თუ არ გამოუჩნდება, ბერნემი, შესაძლოა, 17 ივლისს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს.

შეხვედრის დეტალები ოფიციალურად არ გავრცელებულა, თუმცა, როგორც მედია წერს, შეხვედრის მთავარი მიზანი, სავარაუდოდ, ხელისუფლების მშვიდი და ორგანიზებული გადაბარების უზრუნველყოფა იყო მას შემდეგ, რაც კირ სტარმერმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor