• November

    5

    2024
  • 54
  • 0
კახა კალაძე – ოპოზიციის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება არჩევნების შემდეგაც გრძელდება, ვითომდა არჩევნების გაყალბებაზე მათ არანაირი ფაქტი არ წარმოუდგენიათ

კახა კალაძე – ოპოზიციის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება არჩევნების შემდეგაც გრძელდება, ვითომდა არჩევნების გაყალბებაზე მათ არანაირი ფაქტი არ წარმოუდგენიათ

ოპოზიციამ მაქსიმალურად დააჯერა მხარდამჭერებს, რომ არჩევნებს იგებდნენ, რეალურად კი, ამის არანაირი შანსი არ ჰქონდათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგის შესახებ ისაუბრა, სადაც მან წარადგინა მაგალითები დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

კახა კალაძის თქმით, ის დარწმუნებული იყო მმართველი გუნდის გამარჯვებაში, რადგან საარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობასთან შეხვედრებზე ხედავდა მათ განწყობას.

„რადიკალური დაჯგუფებების მთელი საარჩევნო კამპანია აგებული იყო სიცრუეზე. ისინი მაქსიმალურად აჯერებდნენ მხარდამჭერებს, რომ არჩევნებს იგებდნენ. რეალურად, ამის არანაირი შანსი არ ჰქონდათ. მე ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებდა. ამის თქმის საშუალებას მაძლევდა ის დამოკიდებულება და განწყობა, რასაც რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ვხედავდით. არ დაგვიტოვებია არცერთი ქალაქი, რაიონი, სოფელი – ყველგან ჩავდიოდით, ვხვდებოდით ამომრჩეველს და ვესაუბრებოდით იმაზე, რა გვინდა, რას ვაკეთებთ, რა გამოწვევები და საფრთხეები დგას ქვეყნის წინაშე და როგორ ვხედავთ მომავალს. შესაბამისად, მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ განვითარებას, გაძლიერებას და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ არჩევნების გაყალბებაზე, თუმცა არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

„დეზინფორმაციას რაც შეეხება, რომელზეც შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, არჩევნების შემდეგაც გრძელდება სიცრუე. არანაირი ფაქტი არ არის წარმოდგენილი. ამბობენ, არჩევნები გაყალბდაო და ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ვისმენთ მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხს. სიმართლე ერთია – „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა დამაჯერებლად. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მილიონ 120 ათას ადამიანს მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის დაცვას, ეროვნული ინტერესების გატარებას ეხება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor