• November

    5

    2024
  • 53
  • 0
ოპოზიციამ სააპელაციო სასამართლოს ეზოდან ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა

ოპოზიციამ სააპელაციო სასამართლოს ეზოდან ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა

სააპელაციო სასამართლოსთან რადიკალური ოპოზიციის აქცია დასრულებულია.

სააპელაციოსთან პროტესტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თეთრიწყაროს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ გუშინ რამდენიმე უბნის შედეგები გააბათილა.

ცნობისთვის, პროცესის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ხვალ არის ჩანიშნული, სადაც სასამართლო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს.

სწორედ ხვალ აანონსებს დასავლეთის მართული ოპოზიცია სააპელაციოსთან მორიგ აქციას, მანამდე კი, ამ წუთებშიც აქციის მონაწილეები დედაქალაქის ქუჩებში ფეხით მსვლელობას აწყობენ და კვლავ ამბობენ, რომ ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას.

აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. სწორედ რადიკალების პროტესტს ეხმაურებიან მმართველ გუნდში.

,,ქართულ ოცნებაში” ოპონენტებს კვლავ მოუწოდებენ, რომ ითანამშრომლონ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ისინი ვერ ხედევან პროტესტის აუცილებლობას, რადგან არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor