
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა სადემონსტრაციო ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენებისა და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში, ხმის ფარულობა არის გარანტირებული
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა სადემონსტრაციო ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენებისა და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში, ხმის ფარულობა არის გარანტირებული.
„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა სადემონსტრაციო ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენებისა და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში, ხმის ფარულობა არის გარანტირებული.
ამ ვიდეოში გამოყენებულია სასწავლო ბიულეტენი და ჩარჩო ფორმა, რომელიც გამოიყენებოდა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში.
როგორც ამ შემთხვევაში, ისე არჩევნებზე გამოყენებული იყო ისეთი პროპორციის ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი, რომ ფარულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.
ცესკო – არჩევნები2024 – სიმართლე არჩევნებზე“, – აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





