
რადიკალებს დეზინფორმაციულ კამპანიაში საერთაშორისო დამკვირებელი ამხელს
ოპოზიციის მორიგი სიცრუე გამოაშკარავებულია – ინფორმაცია, რომ არჩევნები გაყალბდა სიმართლეს არ შეესაბამება. ამჯერად, რადიკალებს დეზინფორმაციულ კამპანიაში საერთაშორისო დამკვირებელი ამხელს.
როგორც ხორხე გონსალეს გალარცა ამბობს, მათი დელეგაცია 26 ოქტომბერს იმ უბნებზე, სადაც არჩევნებს აკვირდებოდა გამჭირვალე გარემო იყო.
საერთაშორისო დამკვირებელი დასავლეთის ქვეყნებს მიმართავს და მოუწოდებს მაგალითი სწორედ საქართველოს საარჩევნო მოდერნიზაციისგან აიღონ.
,,ჩვენი დელეგაცია ყველგან გამჭვირვალე პროცესის მომსწრე იყო, როცა გლობალურად საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა ეცემა, დასავლეთის ქვეყნებს ეს საქართველოს საარჩევნო მოდერნიზაციისგან შეუძლიათ ისწავლონ”, -განაცხადა საერთაშორისო დამკვირებელმა.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





