• November

    6

    2024
  • 90
  • 0
დათო ლორთქიფანიძე დარწმუნებულია ,,სუსი”-ს ძალმოსილებაში და უცხო ქვეყნიდან მართული ოპოზიციის უიმედობაში

დათო ლორთქიფანიძე დარწმუნებულია ,,სუსი”-ს ძალმოსილებაში და უცხო ქვეყნიდან მართული ოპოზიციის უიმედობაში

,,Geo News” მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრს, პარტია ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელს, დათო ლორთქიფანიძეს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა, რომელიც თვლის, რომ ოპოზიციის აქციები მარცხისთვისაა განწირული და ქართული ძალოვანი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე დგანან. 

ბატონო დათო, როგორია თქვენი შეფასება წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი ვითარების თაობაზე ? 

ორიოდე სიტყვით, წინასაარჩევნო გარემოზე მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად მშვიდი და მისაღები გარემო იყო, ოღონდ გაუგებარი დარჩა, თუ რას აკეთებდა ოპოზიცია. ისინი წინასააჩევნო შეხვედრებს ფაქტობრივად, არ ატარებდნენ. ერთადერთი რასაც წარმატებით აკეთებდნენ იყო უცხოეთში ვიზიტები და საქართველოს ხელისუფლებაზე აუგის ჩატანა, რამაც არჩევნებზე ვფიქრობ, რომ სერიოზული გავლენა იქონია –  არჩევნები წააგეს ოღონდ, არ ეპუებიან და ცდილობენ, რომ საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანონ, რომ პროტესტით ხელისუფლება აიძულონ, რომ განმერებითი არჩევნები ჩაატარონ. მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება.

იმის გათვალისწინებით, რომ დესტრუქციული ოპოზიცია მასობრივ აქციებს აანონსებს, რას ფიქრობთ, საქართველოს მტრების ამ გეგმების რეალურობაზე და ზოგადად, აქციების ვნებების შედეგებზე ?

დაუკვირდით, როგორ დამცინავად ექცევიან თავიანთ ამომრჩეველს. ჯერ დაანონსეს, რომ რუსთაველზე კარვებს გაშლიდნენ, 50-ზე მეტი კარავი გვაქვსო, მერე აღმოჩნდა, რომ კარავი კი არა, რუსთაველზე ,,არც ჩამოსხდნენ”. პირდაპირ დაიწყეს სეირნობა. როგორც აცხადებენ, ასე აპირებენ გაგრძელებას.

ისე, ხუმრობით ვიტყვი და ძალიან ოპერატიულად ცვლიან გეგმებს, იმდენად ოპერატიულად, რომ ხელისუფლებას ნამდვიკად ვერა, ხოლო თავის მომხრეებს სერიოზულად აბნევენ. სამშაბათს, სპორტის სასახლესთან უნდა შეკრებილიყვნენ და უცებ დიღომში, სააპელაციოსთან მიიწვიეს ხალხი და ნახეთ შედეგიც – ალბათ 200 კაცი თუ მივიდა. ხვალ ისევ სასამართლოო, შემდეგ რაიონებიო, ისევ თბილისიო და მოკლედ, რომ ვთქვა ,,მაგარი სტრატეგია აქვთ შემუშავებული”.

ზურაბიშვილის ნეგატიური როლი ბოლოდროინდელ მოვლენებში მკვეთრად არის გამოხატული. გთხოვთ, შეგვიფასოთ კონსტიტუციის არაერთხელ დამრღვევი ამ ,,მადამის” პოლიტიკური პერსპექტივები და ის, თუ რამდენად დამაზინებელია მისი უარი პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ?

რაც შეეხება პრეზიდენტს, მგონია რომ ის რეალობას ვერ აღიქვამს. ჯერ იყოდა, ჩაუტარებელი არჩევნების წინ ტექნიკურ მთავრობას დავასახელებო ამბობდა, მერე გადაიფიქრა და ბრძანა, არჩევნების შემდეგ დავასახელებო. იქ ოპოზიციის მიტინგზე მივიდა და რბილად რომ ვთქვათ, პრეზიდენტისათვის შეუფერებელი განცხადებები გააკეთა და ასე განაგრძობს  დესტრუქციულ ქმედებებს.

პროკურატურაში არ გამოცხადება ვფიქრობ, საქმისათვის კატასტროფა არ უნდა იყოს, იმ გაგებით, რომ პროკურატურის გამომძიებელს თავად შეუძლია მისვლა მასთან. აქ, მთავარია, რომ მან მტკიცებულები უნდა წარადგინოს. რა თქმა უნდა, რაც მას არა აქვს, ან საიდან უნდა ჰქონდეს, როცა მთელი ოპოზიციური სპექტრი 3000-ზე მეტი დამკვირვებლით, კომისიის წევრებით რაიმე არგუმენტირებულ საჩივარს ვერ წარადგენენ სასამართლოში, სულ რაღაც 25-დე სარჩელი შეიტანეს და ამით ცდილობენ 3300 უბნის შედეგებზე ზემოქმედებას.

რა თქმა უნდა, ლილუაშვილის უწყება ეფექტურად იცავს საქართველოსა და მისი მოქალაქეების უსაფთხოებას, რის შედეგადაც ,,ნაცხროვის” აგენტურას არ მიეცა საშუალება ქვეყანაში გადატრიალება მოეწყო. თუმცა ჩვენ ვატყობთ, თუ რაოდენ ცდილობენ უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ოპორტუნიზტები საქართველოს დაზინებას. ამ ჭრილში გთხოვთ, თქვენს შეფასებას მოვლენათა განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივის მხედველობაში მიღებით ?

-საქართველოს სახელმწიფო ძალოვანი უწlortყებები, ეს იქნება ,,შსს”, ,,სუსი” თუ პროკურატურა, მათ კანონმდებლობით ევალებოდათ, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარებულიყო მშვიდ გარემოში და ამომრჩეველს ჰქონოდა თავისი მოქალაქეობრივი ნების გამოხატვის საშუალება, რაც ზედმიწევნით კარგად შეასრულეს. ხოლო ოპოზიციის მცდელობას, რაც უცხო ქვეყნებიდანაა, სამწუხაროდ, მართული და მხარდაჭერილი დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძალოვანი უწყებები ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან და ქვეყანაში სიმშვიდეს უზრუნველყოფენ.

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor