• November

    6

    2024
  • 49
  • 0
გიორგი რურუა საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება – გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალებისა და ძალადობრივი დამხობის მუხლებით მიმდინარეობს

გიორგი რურუა საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება – გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალებისა და ძალადობრივი დამხობის მუხლებით მიმდინარეობს

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივა. აღნიშნულის შესახებ მედიას რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, რურუა ჩვენებას სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურში მოწმის სახით გამოკითხვაზე დღეს არის დაბარებული.

სასამართლოში მისი გამოკითხვა უკვე დაიწყო. ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პასუხობს კითხვებს, რომელიც მასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებს აქვთ.

„არ ვიცი, რას უკავშირდება ეს დაბარება.  ( განჩინება ) იყო რუტინული. გამოსვლის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა საქმეზე ვართ. გავიგებ და რომ გამოვალ გეტყვით“,- განაცხადა გიორგი რურუამ.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რურუამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. მისივე ინფორმაციით, გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალებისა და ძალადობრივი დამხობის მუხლებით მიმდინარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor