• November

    6

    2024
  • 59
  • 0
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM), რომელიც ტირანაში, ალბანეთში ჩატარდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას, სადაც მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ცალკე საკითხად აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და დაგმობილ იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობითი ოკუპაცია.

მინისტერიალის მიზანია, რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

SEDM-ის ფარგლებში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება ყოველწლიურად. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს საფუძველი ჩაეყარა 1996 წლის სექტემბერს ტირანაში (ალბანეთი). იგი აერთიანებს 16 ქვეყანას: საქართველო, აშშ, იტალია, თურქეთი, ალბანეთი, რუმინეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბულგარეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია, სლოვენია, სერბეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor