• November

    7

    2024
  • 106
  • 0
ექსკლუზივი – რა სიახლეებს გვიზიარებს მოსკოვიდან ახლადჩამოსული ნიკოლოზ მჟავანაძე ?

ექსკლუზივი – რა სიახლეებს გვიზიარებს მოსკოვიდან ახლადჩამოსული ნიკოლოზ მჟავანაძე ?

ტელეკომპანია სეზონის ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე ,,GEO NEWS”- თან საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ანალიტიკურ შეფასებას აკეთებს და ოპოზიციის დამარცხებას წინასწარმეტყველებს. მოსკოვიდან ახალი დაბრუნებული ბატონი ნიკოლოზი ინფორმაციას გვაწვდის, რომ რუსეთთან ურთიერთობები ახლო მომავალში გაუმჯობესდება იმდენად, რომ ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება.

ბატონო ნიკოლოზ, როგორ შეაფასებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას ?

-,,სუს”-მა ,,მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა ის ,,სუს”-ში არ მივიდა და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. სამართლებრივად და იურიდიულად პირს აქვს უფლება გამოიკითხოს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

უმიზეზოდ ,,სუს”-ში არავის დაიბარებენ, რაღა მარტო მას იბარებენ და არა სხვას ? ე.ი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს რაღაც ინფორმაცია.

გახსოვთ, არჩევნების წინ ჩვენ სწორედ უსაფრთხოების სამსახურმა გვაცნობა, რომ ოპოზიციას აქვს გეგმა სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, რურუას ყველამ კარგად იცის მისი შავბნელი წარსული. როგორც ჩანს, მას რაღაც წვლილი მიუძღვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან. შესაბამისად, რომ არ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება, ამიტომ სახელმწიფოსგან პრევენციული ნაბიჯები იდგმება.

ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ორჯერ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება – 92-ში და 2003 -ში. ვარდების რევოლუცია სახელმწიფო გადატრიალება იყო, რომელიც უსისხლოდ, თუმცა ედუარდ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა.

ვფიქრობ, ბევრი რამ გაირკვევა. აქ მხოლოდ რურუა არ იქნება ჩართული. ჩვენ ხშირად გვესმოდა, როგორ საუბრობდნენ ,,მთავარ არხზე” და სხვა არხებზე, რომ მთავრობა უნდა ჩამოეგდოთ, რომ იგეგმებოდა და იგეგმება ამის განხორციელება. ამას ისინი პირდაპირ ამბობენ. შესაბამისად, როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული ინფორმაცია. მე, პირადად არ ვიცი რა ინფორმაცია აქვს ,,სუს”-ს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არაერთ დაკავებას ვიხილავთ, მათ შორის ჟურნალისტებისაც. იმიტომ რომ მედიაც ჩართულია ამ ამბავში. ისინი ღიად საუბრობენ ამის შესახებ.

მე, ვფიქრობ, რომ საქართველოში დგება დიდი წმენდის დრო. ეს ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს მოღალატეებისგან და დასავლეთის აგენტურისგან, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში მძიმე პროცესები წარმართონ.

როგორ შეაფასებთ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რომელთანაც ამერიკის მოწოდების მიუხედავად, არ თანამშრომლობს სალომე ზურაბიშვილი ?

– პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავს და ჰგონია, რომ იმუნიტეტი მთელი ცხოვრება გაჰყვება. მას რამდენიმე თვეში უსრულდება საპრეზიდენტო ვადა და მოუწევს პროკურატურაში მისვლა და თუ არ მივა, იძულებით მიიყვანენ. მას მოუწევს სხვა რანგში ყოფნა. ყოფილი პრეზიდენტები რეგიონში არაერთი გვინახავს, რომლებიც ციხეში მოხვდნენ. იგივე სომხეთის, ყირგიზეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების.

სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად მოხვდება განსასჯელის სკამზე და აგებს პასუხს. იმიტომ რომ, ის ქმედებები, რაც მან განახორციელა სამშობლოს ღალატი იყო. დიახ, მან ჩაიდინა სამშობლოს ღალატი და ის კონკრეტული დანაშაულისთვის პასუხს აგებს.

როდესაც ადამიანი იძახის, რომ მოხდა დანაშაული და მტკიცებულებას ვერ წარადგენს, სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა. ეს პრეზიდენტია, არ არის ვიღაც ქუჩაში გამვლელი, რომ მის სიტყვებზე პასუხი არ მოეკითხოს და რასაც ეს ადამიანი მტკიცებით ფორმაში იძახის, დანაშაულია. არ უშველის, რომ ვინმეს რაღაც გადააბრალოს და სხვას შეაწმინდოს ხელი. სალომე ზურაბიშვილი თავისი წინაპრებივით ვერ გაიქცევა საფრანგეთში. გვახსოვს, რომ მისი წინაპრები გაიქცნენ საქართველოდან.

დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება ბოლომდე მიჰყვება საკითხს და მას პასუხს აგებინებს.  სალომე ზურაბიშვილი არის გენეტიკური მოღალატე. 

როგორ გესახებათ რადიკალური ოპოზიციის აქციების პერსპექტივა ?

-ოპოზიციას რესურსი არ აქვს. ეს არჩევნების შემდეგ კარგად დაგვანახეს. ვერანირი მასა ვერ გამოიყვანეს, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ბრძენია. 5000 ადამიანი შეკრიბეს და დარბიან ქუჩაში ,,ვაგზლის პუტანკებივით”. ვერ გავიგე ეს კარვები რად უნდათ, ალბათ ახლა კარვებში უნდათ თავიანთი ბინძური ზრახვები განახორციელონ.

ჩარკვიანი იძახდა, ლეიბები უნდა გავშალოთო. ამ პოლიტიკურად მეძავ ხალხს ურჩევნია თავისი ბინძური ზრახვები ქუჩაში კი არ განახორციელოს, არამედ წავიდნენ თემურ ჭყონიას ,,კოკა-კოლაში” და ,,გეიფესტებში” მიიღონ მონაწილეობა. დამერწმუნეთ, მათ ყველაფერი ჩაეფუშათ. არანაირი კარვები არ იქნება.

ტრამპის გამარჯვება მათთვის ცივი შხაპი იყო, ყველაფერს წერტილი დაესვა. მათ ამერიკაში არანაირი მფარველები არ ჰყავთ. კამალა ჰარისს, რომ გაემარჯვა, აქ იქნებოდა პროვოკაციები. მათ უკანასკნელი საყრდენი ჩამოეშალათ. ტრამპმა თქვა, რომ ის მოდის ომის დასასრულებლად და არა დასაწყებად.

თქვენ ნახავთ, უკრაინის ომი მალე დასრულდება და დამთავრდება ამათი ბოგინი საქართველოში. ამ ქვეყანაში არ იქნება არანაირი არეულობა და პროვოკაცია. დღეს საქართველოში დგება დრო, როცა შუფუტინსკის, ალეგროვას და ბევრი სხვების სიმღერებსაც მოვისმენთ. რუსეთის ხსენებაზე მარტო ,,იუბილეინნაია” რატომ ახსენდებათ ? მათ კარგი კერძები აქვთ. ჩვენ ერთად გავსინჯავთ ამ კერძებს, ჩამოვიყვანთ რუსებს და ესენი წავლენ ბოდიში და ამ ჰოლანდიის და ამსტერდამის ,,ბორდელებში”, სადაც ჩაბარდებიან და იქ დასაქმდებიან. იქ არის მათი ადგილი, სხვა მათგან მაინც არაფერი გამოვა. ვფიქრობ, რომ ეს არის მათი მომავალი.

როგორ შეაფასებთ სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას, რამდენად მზად უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისთვის ?

-რუსეთიდან ეს პირველი სიგნალი არ არის. ლავროვის მხრიდან ალბათ მეასე განცხადება მოვისმინეთ. მეც გახლდით მოსკოვში და შევხვდი იქაურ დეპუტატებს. ვიცი მათი განწყობები. არა ერთხელ ვყოფილვარ რუსეთში სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე. მედვედევიც გამოვიდა იმ დღეს და თქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოსო.

ჩვენ რუსეთი გვეუბნება, რომ ისინი არიან მზად საქართველოსთან ყველაფერი თავიდან დაიწყონ. რუსეთი არის მზად ხელი შეუწყოს საქართველოს გამთლიანებას. ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად და გადავდგათ ნაბიჯი. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯს, რადგან სწორედ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. რუსები ჩვენი მეგობრები არიან. რუსეთის ხელისუფლება არის კეთილგანწყობილი ჩვენი ხელისუფლების მიმართ. მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადების შემდეგ, როცა მან ოსებისთვის ბოდიშის მოხდა ახსენა და ეს რუსეთის მხრიდან კარგად იყო გაგებული. რუსეთთან მალე დაიწყება დიპლომატიური ურთიერთობები, გაიხსნება საელჩოები თბილისსა და მოსკოვში, ხოლო ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ არის უცებ გადასაწყვეტი თემა. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივალთ ამ გარკვეულ წერტილამდე და ამას სჭირდება მოთმინება. საქართველოს მომავალი არის არა ბრიუსელში, არამედ მოსკოვში. ჩვენი მომავალი, კეთილდღეობა და ტერიტორიული მთლიანობა სწორედ რუსეთს უკავშირდება.

გთხოვთ, ისაუბროთ აშშ-ის და დასავლეთის მხრიდან საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე, რომელსაც წინასაარჩევნოდ და ახლაც აქვს ადგილი ?

-დასავლეთი ხვალ როგორი იქნება არ ვიცი. დასავლეთი სულ იყო ამერიკის ,,პატარა ფინია” ძაღლი, რომელსაც აშშ აყეფებდა. დასავლეთი ყოველთვის იმას ახმოვანებდა, რასაც აშშ ღიად ვერ იტყოდა. ვფიქრობ, ეს ასე აღარ იქნება. იყო მოწოდებები, გავატარებთ სანქციებს და გავაუქმებთ უვიზო მიმოსვლასო, ეს არ ქნეს, რადგან ისინი ამის გაკეთებას, მაშინ შეძლებდნენ, თუ მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა ექნებოდათ და მათი მხარდაჭერით ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა. მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ამიტომ დასავლეთი, ვერც კანონების გაუქმებას და ვერც სხვა რამეს მოგვთხოვს. გეტყვით, რომ არც კანონები გაუქმდება, მეტიც მიიღება ახალი კანონები ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის განმტკიცებისთვის.

გიორგი კორძაძე, ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor