
ფოთში სამეგრელოს ქუჩაზე წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
ფოთში სამეგრელოს ქუჩაზე წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, რის გამოც ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია, ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,სამეგრელოს ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ქალაქის მიმართულებით კი დავითაიას ქუჩის გავლით.
წყალარინების სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამეგრელოს ქუჩაზე სრულად განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, -ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოამზადა ირაკლი გუნიამ




