• September

    29

    2023
  • 112
  • 0
შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტის ქვეყნის გარეთ გასვლამ მოგვიტანა ერთადერთი შედეგი, ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერისგან პირდაპირი მოწოდება მივიღეთ, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ

შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტის ქვეყნის გარეთ გასვლამ მოგვიტანა ერთადერთი შედეგი, ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერისგან პირდაპირი მოწოდება მივიღეთ, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებმა ერთადერთი შედეგი რაც მოიტანა, რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოწოდებაა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არ აძლევდა მთავრობა პრეზიდენტს ვიზიტებზე თანხმობას.

„არ ვიცი, პრეზიდენტთან რაზე მიდის საუბარი, თუმცა ფაქტია, რომ პრეზიდენტის ქვეყნის გარეთ გასვლა და შეხვედრებმა ერთადერთი შედეგი რაც მოგვიტანა, ისაა, რომ ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერისგან პირდაპირი მოწოდება მივიღეთ, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები. ანუ, საქართველო დავაყენოთ სამხედრო და ეკონომიკური რისკის წინაშე, ეს არის შედეგი იმ ვიზიტების, რომელზეც საუბრობდა მთავრობა და  პრეზიდენტს ასეთ ვიზიტებზე თანხმობას სწორედ ამიტომ არ აძლევდა. როგორც ჩანს, მთავრობამ იმის გამოცდილება დააგროვა, რომ შედეგები წინასწარ განჭვრეტადი იყო ასეთი ვიზიტების“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor