• November

    11

    2024
  • 234
  • 0
პროფესორი ემზარ კაკულია საქართველოს ეროვნული ფასეულობებით სახელისუფლებო პოლიტიკის წარმოების აუცილებლობაზე მიუთითებს და რეგიონალურ გამოწვევებზე საუბრობს

პროფესორი ემზარ კაკულია საქართველოს ეროვნული ფასეულობებით სახელისუფლებო პოლიტიკის წარმოების აუცილებლობაზე მიუთითებს და რეგიონალურ გამოწვევებზე საუბრობს

,,GEO NEWS” საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ( SEU-ს ) ასოცირებულ პროფესორს, ეკონომიკის დოქტორს, ბატონ ემზარ კაკულიას ექსკლუზიურად ესაუბრა.

კაკულია მიიჩნევს, რომ ეროვნული ფასეულობები მუდმივი სიკეთეა და საქართველოს მორალურ საყრდენს წარმოადგენს. 

ბატონო ემზარ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ,,ქართული ოცნებისთვის” არჩევნებში გამარჯვება ?

არჩევნებში გამარჯვება არა ,,ქართული ოცნებისათვის”, არამედ ჩვენი ქვეყნისათვის იყო მნიშვნელოვანი, რაც გაათვიცნობიერა ქართველმა ხალხმა და 1 120053 ამომრჩეველმა ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ღირსებას და კეთილდღეობას. საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთეს ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობას შორის, ომსა და მშვიდობას შორის, ხმა მისცეს ღირსეულ ევროპულ მომავალს. სწორედ ამიტომ მიიღო უპირობო მხარდაჭერა ,,ქართულმა ოცნებამ” და გაიმარჯვა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას საქართველოს მოსახლეობას.

დასავლეთი და რადიკალური ოპოზიცია ითხოვს გაუქმდეს ორი კანონი, მათ შორის კანონი ,,ლგპტ” პროპაგანდის შემცირებესთან დაკავშირებით. რამდენად მნიშვნელოვანია ეს კანონი ქვეყნისათვის და რას ემსახურება მათი ეს განცხადებები ?

-მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს მსოფლიოში, ამიტომ ჩემი აზრით, ,,კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” პასუხობს ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის მოთხოვნას  შევინარჩუნოთ სამი ღვთაებრივი საუნჯე : მამული, ენა, სარწმუნოება. რადიკალურ ოპოზიციას კი ვურჩევდი კარგად წაიკითხოს და გაიაზროს წმინდა ილია მართალი ( ჭავჭავაძის ) შეგონებანი, თუ სურთ მომავალში მოიპოვონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მიაღწიონ რაიმე წარმატებას. რაც შეეხება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც დღესაც მოუწოდებენ აღნიშნული კანონის გაუქმებას ,,ქართულ ოცნებას”, არავითარი კავშირი არა აქვს ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვასთან, დისკრიმინაციასთან და მხოლოდ ემსახურება ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას. ასევე კანონი ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას და არ ზღუდავს მათ საქმიანობას. აქედან გამომდინარე ჩემთვის გაუგებარია მათი ასეთი ულტიმატური განცხადებები, არაგულწრფელობა, ორმაგი სტანდარტი, რაც არ ჯდება ევროპულ ღირებულებებში და მიუღებელია პარტნიორულ ურთიერთობებში. პირდაპირ ვიტყვი – არ მინდა დაჯერება იმისა, რაც თავის დროზე კონსტანტინე გამსახურდიამ გულისტკივილით უსაყვედურა ევროპელებს და ეგოისტობაში ჩაუთვალა. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ – ჩვენ ვერ გარდავიქმნებით ვერაფრის სანაცვლოდ და ნუ ეცდებიან ამას. 

დეკემბერში სალომე ზურაბიშვილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება, როგორ შეაფასებთ მის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს პრეზიდენტობის პერიოდში ?

-სამწუხაროა, რომ ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეულ ( უფრო თავს მოხვეულ ) პრეზიდენტს არ ესმის ხალხის და ის ერთგვარად გახდა რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტი, იმ ოპოზიციის რომელიც მას ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ უშვერი სიტყვებით ლანძაღვდა და აგინებდა. მისი მოღვაწეობა შეფასდება როგორც ანტიკონსტიტუციური ანტიდემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი და მიმართული ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. 

ოპოზიცია საპარლამენტო ბოიკოტს აანონსებს. როგორ გესახებათ მოვლენების შესაძლო განვითარება ოპოზიციურ ფლანგზე ? 

-დღეს საქართველოში ოპოზიცია კლასიკური გაგებით არ არსებოს, არსებობს ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელებიც თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყანას მტრობენ, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ მათ ყოველდღიურ დღის წესრიგს შინ და გარეთ. ,,ტოპტვინები” ვერ ტვინავენ რომ ამით ქვეყანას ვერ, მაგრამ თავიანთ თავს ყოველდღიურად აზიანებენ. ოპოზიცია რომელიც წლების განმავლობაში იყო არათანმიმდვრული, საზოგადოების ყველა სფეროს და სარწმუნოების მაგინებელი, ოპოზიცია რომელიც მხოლოდ დასავლელი პარტნიორობის უსამართლო განცხადებების იმედად იყო და უგულუბელყოფდა ქართველ ხალხს, ცხადია რომ წარმატებას ვერ მიაღწევდა. ისინი დღესაც კარგავენ იმ მცირერიცხოვან ამომრჩევლებს, რომლებმაც შესაძლოა მართალა გულწრფელად მისცა ხმა და მათი მხარდაჭერა ყოველდღიურად მცირდება. ამიტო მათ არავითარი რესურსი არ გააჩნიათ მასშტაბური საპროტესტო აქციების მოწყობის და რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. აქედან გამომდინარე როგორც 2020 წელს არ იტყვიან უარს კომფორტზე და მოკალათდებიან პარლამენტის სავარძლებში, პოლიტიკურად სრულიად გაკოტრებულები.

რუსეთთან ურთიერთობა და ლავროვის განცხადება, რომ ის მზადაა ორმხრივი, ურთიერთობისთვის – როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთთან  ურთიერთობის ნორმალიზება ?

-დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა და მხოლოდ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობით შემოიფარგლება. რა თქმა უნდა, რუსეთი ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყანაა, მაგრამ ურთიერთობების ნორმალიზება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისათვის. რაც შეხება ლავროვის განცხადებას, ჯერ რუსეთმა უარი უნდა თქვას და უკან წაიღოს ჩვენი ქვეყნის ორი განუყოფელი ნაწილის ( აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება ) დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, სხვა შემთხვევაში ვერ აღსდგება სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები. ის რომ დასავლეთის მხრიდან ხშირად გაისმის მოწოდება რუსეთისათვის სანქციების დაწესების, რაც აბსურდია, რადგანაც რუსეთის წილი ჩვენს საგარეო ვაჭრობაში მხოლოდ 0.3 % შეადგენს, სანქციების დაწესება ჩვენი მხრიდან რუსეთის ეკონომიკას ზიანს ვერ მიყენებს და ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. აი დასავლეთს კი ნამდვილად შეუძლია ზიანის მიყენება რუსეთის ეკონომიკისათვის, თუ მართლა გაწყვეტს ყოველგვარ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს და უარს იტყვის რუსეთის ენერგო რესურსებზე.

ირაკლი გუნია

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor