• September

    30

    2023
  • 123
  • 0

ბექა ოდიშარია : მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უბრალოდ იქნებიან საკუთარი ტელევიზიების სიუჟეტების გმირები და მეტი არაფერი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებამ პრაქტიკულად ამოირეცხა პოლიტიკური მეხსიერებიდან.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უბრალოდ იქნებიან საკუთარი ტელევიზიების სიუჟეტების გმირები და მეტი არაფერი.

„რაც უფრო მეტად იშლებიან ეს ადამიანები და რაც უფრო მეტ ახალ მოძრაობას და პლატფორმას აანონსებენ, მათ ვურჩევდი, რომ შეცვალონ თავიანთი სერიოზული ჰაბიტუსები და ცოტა გაიღიმონ, რადგან ტრაგედიიდან ეს უკვე კომედიაში გადავიდა, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებაში აღქმა ასეთია. მე უკვე დათვლილი მაქვს დაახლოებით ცხრა „ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის ბოლო ორი შეემატა – მელია და გვარამია თავიანთი ცალ-ცალკე შტოებით. ეს ადამიანები ერთად რომ იყვნენ, ვერაფერი დააკლეს ვერც საქართველოს, ვერც ხელისუფლებას, ვერც „ქართულ ოცნებას“ და ახლა მარტივ მამრავლებად დაშლილები უბრალოდ იქნებიან საკუთარი ტელევიზიების სიუჟეტების გმირები და მეტი არაფერი. საზოგადოებამ ისინი პრაქტიკულად ამოირეცხა პოლიტიკური მეხსიერებიდან“, – განაცხადა ოდიშარიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor