• November

    12

    2024
  • 57
  • 0
შვედი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

შვედი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შვედური ონლაინ სამოგზაურო ჟურნალის, Freedom Travel.se-ს რედაქტორებსა და ბლოგერს უმასპინძლა.

გამოცემას სკანდინავიის ქვეყნებში 1.5 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

პრესტური შვედეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.

პრესტურის ფარგლებში შვედური მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, თელავი, ყაზბეგი, უფლისციხე, ბორჯომი და ბათუმი მოინახულეს.

უცხოური მედიის წარმომადგენლები ქართულ გასტრონომიას, ღვინოს, სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, სამთო კურორტებსა და კულტურულ ტურიზმს გაეცნენ. მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ როგორც Freedom Travel.se-ს მკითხველებისთვის, ასევე სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor