• November

    13

    2024
  • 82
  • 0
ავჭალაში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ავჭალაში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობამ ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მეოთხე ჩიხში სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

„მსგავსი პროექტების განხორციელება ყველა რაიონში, ყველა უბანში გვინდა. შესაძლოა, ზოგან უფრო დიდი პროექტი განვახორციელოთ, ზოგან – ცოტა პატარა, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ყველა სივრცე ავითვისოთ, გავამწვანოთ, რათა ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ ადგილები, სადაც დაისვენებენ, განიტვირთებიან, ივარჯიშებენ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ყველა რაიონში უბნების დონემდე ჩავალთ და მსგავს პროექტებს განვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor