
დედაქალაქში „თბილისობა“ აღინიშნება
დედაქალაქში 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ იმართება.
„თბილისობის“ აღმნიშვნელი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში იქნება წარმოდგენილი. ჩატარდება გასტრონომიული ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო აქტივობები.
ასევე, 30 სექტემბერს, 20:00 საათზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და საზეიმო კონცერტი გაიმართება.