
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს-ს საავიაცო უშიშროების მაღალჩინოსნის გარდაცვალების საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს და ჭეშმარიტებას დაადგენს !
შსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილე, ლევან სულაშვილი თბილისს ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს. ის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად არის გარდაცვლილი.
ამასთან, მშობლების განცხადებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული, თუმცა მათ ამ ვერსიის არ სჯერათ.
„თემქასა და მუხიანს შორის, სადღაც დანგრეულ გზაზე ჩაგვიყვანეს. ჩვენ რომ მივედით, ყველაფერი დამთავრებული იყო. არადა, ოთხს ერთი წუთი აკლია, როდესაც მას „მესენჯერი“ ჩართული აქვს და რანაირად? მკვდარს, როგორ ჰქონდა „მესენჯერი“ ჩართული? რომ მივედით, უკვე გამოგვიცხადეს, რომ თავი მოიკლა. მას სიკვდილის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. რაღაცაში გამოიყენეს… თავში აქვს ნასროლი. ვითხოვთ გამოძიებას, ტელეფონიც არ არის გახსნილი.იქ როგორ ჩავიდა მანქანა? როგორ გაიგეს, რომ იქ იყო მკვდარი, ვინ გაიგო, რომ დაუწყეს ძებნა? რას ეძებდნენ? 24 საათი ხომ არ უნდა ეძებონ? სანამ არ გამოაცხადებენ, რატომ ეძებდნენ?“- აცხადებს გარდაცვლილის დედა.
ლევან სულაშვილის გარდაცვალების საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარის შესახებ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
,,GEO NEW” სპეციალური საგამოძიებო სამსახუსის პრესსამსახურს საქმის არსში გარკვევით მიზნით ესაუბრა. მათი განმარტებით:
,,შსს საავიაციო განყოფილების უფროსის მოადგილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე განზრახ მიყვანას გულისხმობს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაგვიდასტურეს, რომ უწყებამ საქმე 13 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გადმოიბარა.
მათივე ცნობით, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ასევე აქტიურად ხორციელდება საჭირო ექსპერტიზების ჩატარება და ყველაფერი კეთდება საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.”
ირაკლი გუნია
,,GEO NEWS”





