• November

    16

    2024
  • 59
  • 0
ლევან იოსელიანი – ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის, რაც დღეს ცესკო-ში ვიხილეთ, მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ

ლევან იოსელიანი – ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის, რაც დღეს ცესკო-ში ვიხილეთ, მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ

ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის, რაც დღეს ცესკო-ში ვიხილეთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ.

„აღნიშნულ ფაქტს მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ. ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ. ეს მორალურადაც გაუმართლებელია. ჩემი აზრით, ადამიანს, რომელიც ასრულებს თავის საქმიანობას, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, შეასრულოს ის კანონის ფარგლებში თანმიმდევრულად. ასეთი დამოკიდებულება, ასეთი დესტრუქცია ამ ყველაფერს უშლის ხელს. ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის ქმედება, რომელიც ჩვენ დღეს ცესკო-ში ვიხილეთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor