• November

    17

    2024
  • 40
  • 0
ირაკლი კობახიძემ ანდრია ფუტკარაძეს საბავშვო ევროვიზია 2024-ში გამარჯვება ვიდეოზარით მიულოცა

ირაკლი კობახიძემ ანდრია ფუტკარაძეს საბავშვო ევროვიზია 2024-ში გამარჯვება ვიდეოზარით მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანდრია ფუტკარაძეს საბავშვო ევროვიზია 2024-ში გამარჯვება ვიდეოზარით მიულოცა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის ანდრია ფუტკარაძეს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

„გილოცავ, ანდრია. მაგარი ბიჭი ხარ და მაგრად იმღერე. კიდევ ძალიან ბევრი წარმატება! დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრი წარმატება გექნება მომავალში“, – განაცხადა პრემიერმა მილოცვისას.

ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულმა, ანდრია ფუტკარაძემ ირაკლი კობახიძეს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

„გმადლობ, პრემიერ-მინისტრო. ჩემს გამარჯვებას ვუძღვნი ჩემს ქვეყანას. მადლობა საქართველოს!“, – განაცხადა ანდრია ფუტკარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor