
,,GEO NEWS” კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებს
,,GEO NEWS”-ის საგანგებო განცხადება:
გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო საათებში აქციაზე ტელეკემპანია ,,იმედისა” და, ,,პოს ტივის” ჟურნალისტების მიმართ თავდასხმისა და ზეწოლის ფაქტებს.
გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ რადიკალურად განწყობილი აქციის მონაწილეები მათთვის მიუღებელ ჟურნალისტებს ხელს უშლიან პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, მედიას მისცენ სრულყოფილად მუშაობის საშუალება, აქვე მოვუწოდებთ ორგანიზაციებს, რომლებიც მუდმივად ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე საუბრობენ, გააკეთონ განცხადება და დაგმონ მომხდარი ფაქტი, რაც მათი მხრიდან არის ორმაგი სტანდარტი, რადგან როცა საქმე ეხება სამთავრობო პოლიტიკის მქონე მედიის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს ისინი არ რეაგირებენ და ინარჩუნებენ დუმილს. აქვე ვიმედოვნებთ, რომ მედიაზე თავდასხმის ფაქტებს შესაბამისი უწყებებიდან მოჰყვება სათანადო რეაგირება.
,,GEO NEWS”





