• November

    19

    2024
  • 69
  • 0
რატომ აქვთ შერჩევითი მიდგომა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობოებს ოპოზიციასთან არააფილირებული მედიის შეურაცხყოფის შემთხვევებში ?

რატომ აქვთ შერჩევითი მიდგომა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობოებს ოპოზიციასთან არააფილირებული მედიის შეურაცხყოფის შემთხვევებში ?

მუქარა, ზეწოლა, თავდასხმა და ბულინგი არჩევნების შემდგომ – პოლარიზაცია სულ უფრო ღრმავდება. ამის მიზეზი კი ოპოზიცია და მისი მხარდამჭერებია, რომლებიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ და ,,მონებს” უწოდებენ. ეს კამპანია, რაც წლების განმავლობაში, რადიკალურმა ოპოზიციამ დანერგა, დღეს კიდევ უფრო საგანგაშო და ხილულია სოციალურ ქსელებში.

სხვათა შორის, ამ დრომდე არ გაკეთებულა უფლებადამცველებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, განცხადებები ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის თავჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის თავდასხმის ფაქტზე. არადა, გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირების მოთხოვნით მიმართავს.

საგულისხმოა, რომ ზემოთ ხსენებულ ქმედებებს ე.წ. პოლიტიკოსები ახალისებენ. მაგ: გიორგი ვაშაძე, რომელიც პროვოკაციული განცხადებებით გამოირჩევა და მოქალაქეებს გიორგი კალანდარიშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტის ანალოგიური ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებს.

გარდა ამისა, რადიკალების სამიზნე ბოლო დღეებში არა ერთხელ გახდა მედია, რომელიც მათ რადიკალურ იდეოლოგიას არ იზიარებს. ისინი ცდილობენ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ხელი შეუშალონ. მეტიც, ისმის მუქარები – მევახშე ხაზარაძის კოალიციიდან. თქვენ გახსოვთ, რომ ანა დოლიძე ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს” დახურვით დაემუქრა და ეს, მაშინ როცა, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” დამოუკიდებლობა კონსტიტუციით არის დაცული. ერთი სიტყვით, ყველას, ვინც მათ იდეოლოგიას არ იზიარებს, რუსს და მონას უწოდებენ. აი, ეს არის ის ბნელი ძალა, რომელიც ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, ქვეყნის სათავეში მოსვლას ცდილობს.

არადა, საზოგადოებას კარგად ახსოვს, მათი ხელისუფლების პერიოდში თავისუფალი და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ გალაშქრება, დარბეული და მიტაცებული ტელევიზიები. ყველამ კარგად იცის, რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავების მთავარი მიზეზი სწორედ ოპოზიცია და მათი მხრიდან კონტროლირებადი ე.წ მედია საშუალებებია.

დაბოლოს, საზოგადოება მუდმივად აწყდება საერთაშორისო ორგანიზაციების ორმაგ სტანდარტს, როცა ისინი ოპოზიციისგან განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე არ რეაგირებენ, რაც ნათელი და სამწუხაროა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor