• October

    2

    2023
  • 549
  • 0
მოხდება თუ არა საქართველოში სამხედრო გადატრიალება – ,,პუტჩი” ?

მოხდება თუ არა საქართველოში სამხედრო გადატრიალება – ,,პუტჩი” ?

ჯონდი ბაღათურია : ,, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იქნება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბერის დასაწყისში, მაშინ, როდესაც სტატუსზე უარის შეტყობინებას მივიღებთ”. 

,,სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა რეალურია, შეკვეთა გარედან მოდის. თუ ,,ქართული ოცნების” შიგნით ღალატს ადგილი არ ექნება, მაშინ ამ ბრბოს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ღმერთმა არ ქნას, რუსული ჯარი თბილისში შემოვიდეს, კარგა ხანს ვეღარ გავიყვანთ”,- განაცხადა, ,,Geo News” -თან საუბრისას ,,ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლაორიოდე დღის წინ, ,, სუს”-ში შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით სერბეთის სამი მოქალაქე გამოიკითხა. რა ხდება, მოდით, საუბარი ამ თემის შეფასებით დავიწყოთ…

-ეს ბრბო, რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს, ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნებას კარგა ხანია ცდილობს. თქვენ იცით, რომ მათ 2012 წელს ძალაუფლების დათმობა იძულებით მოუწიათ. იმ დღიდან ცდილობენ, რომ სხვადასხვა გზებით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ იმდენად მიწასთან არის გასწორებული მათი რეპუტაცია და იმდენად დიდია ზიზღი და სიძულვილი საზოგადოებაში, რომ ამას დღემდე ვერ ახერხებენ, ვერც ახლა მოახერხებენ.

ვიმეორებ, ეს ბრბო კლასიკური ტიპის გადატრიალებას, როგორც ასეთი რევოლუციას, როგორიცაა ხალხის ქუჩაში გამოსვლა და მოთხოვნების დაყენება – ის უნდა გადადგეს, ეს უნდა გადმოდგეს და ა.შ. ( როგორც ხდება ხოლმე ) , ვერ მოახერხებენ, თუმცა აქ რჩება მეორე გზა : ეს არის სამხედრო გადატრიალება – ,,პუტჩი”. როცა რამდენიმე საკვანძო თანამდებობის პირი, ძალოვანი სტრუქტურებიდან შედის ხოლმე კაბინეტებში მინისტრებთან, ზოგჯერ მინისტრები შედიან, სულ 3-4 კაცია ხოლმე ამაში მონაწილე, შეიძლება 15-20, მეტი არა, ანუ ძალოვანი სტრუქტურები აკეთებენ ამას, მაგრამ ამის გაკეთებასაც კი, ფასადისთვის ხალხი სჭირდება, 50 ათასი კაცი მაინც. და სად არის ხალხი ? ვიღაცამ ხომ უნდა ცნოს გადატრიალება? ჰოდა, ვინ ცნობს ? აი, რეგიონში ვინ შეიძლება აღიაროს ასეთი გზით მოსული ახალი ხელისუფლება ?  რუსეთი არ აღიარებს, არც თურქეთი, არც აზერბაიჯანი, სომხეთს კი თავის თავი გაჭირვებია. ასე რომ, ეს გზაც სავსებით უპერსპექტივოა, თუმცა ის, რაც ,,სუს”-მა გააკეთა სწორი გადაწყვეტილება იყო და გეტყვით რატომ.

ახლა შედარებით გასერიოზულდა ეს თემა, რადგან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა რეალურია, შეკვეთა კი გარედან მოდის. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აშშ ცდილობდა, რომ საქართველოში გაეჩაღებინა ახალი ომი რუსეთთან. ასე ვთქვათ, მეორე ფრონტი გაეხსნა, თუ გინდათ მესამე, მეოთხე, მეხუთე დაარქვით, მაგრამ ფაქტია, ისინი ამას ცდილობდნენ, თუმცა არ გამოუვიდათ. ამიტომ ახლა ე.წ. სადამსჯელო ღონისძიებაზე გადავიდნენ. საერთოდ, როცა ბატონყმური ურთიერთობის დროს პატრონს რაღაცაზე უარს ეუბნები, ისჯები. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ლიბერალური ტირანია, რომელიც გაიძულებს ისეთი წესებით იცხოვრო, როგორიც მათ მიაჩნიათ სწორი და თუ არ ემორჩილები, მაშინ მტრად მიგიჩნევენ.

ამტკიცებთ, რომ აშშ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას გეგმავს, თანაც ქართველი ხალხის აზრი არ აინტერესებს, ოპონენტები არ დაგეთანხმებიან…

-მოდით, ამ ძალას, ასე ვთქვათ, ,,ტრანსგენდერული კოლექტიური დასავლეთი” დავარქვათ, იმიტომ რომ, არსებობს კონსერვატიული დასავლეთი, სადაც ნორმალური ხალხია, იგივე ,,კონსერვატორი რესპუბლიკელები” ტრამპის მეთაურობით და სხვანი, ანუ ერთი ხელის მოსმით არავინ უპირისპირდება დასავლურ საზოგადოებას, ან პოლიტიკურ სპექტრს, რადგან ჩვენ მოკავშირეები გვყავს. ამიტომ ამ ძალას ,,ტრანსგენდერი კოლექტიური დასავლეთი” დავარქვათ და ეს არ არის სარკაზმი, რადგან რეალურად ტრანსგენდერები მათი მთავარი ღირებულებაა. ეს არის მათთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე მნიშვნელოვანი. აი, ისინი ცდილობენ ხელისუფლების შეცვლას საქართველოში და თუ რატომ აგიხსენით.

გავიმეორებ, მათ უნდოდათ, რომ საქართველო ჩართულიყო ომში. ასეთი მოთხოვნა  პირდაპირ ამერიკის საელჩოდან მოდიოდა, ამის მტკიცებულებებიც არსებობს და საჭიროების შემთხვევაში გამოქვეყნდება. სხვათა შორის, არა მარტო საელჩოს დონეზე, უფრო ზევიდანაც მოდიოდა. ჩინოვნიკები ჩამოდიოდნენ და პირდაპირ ითხოვდნენ ამას.

ბატონო ჯონდი, ხომ არ აჭარბებთ ? ხელისუფლების შეცვლის რა გითხრათ, მაგრამ არის საუბრები, რომ აშშ-ს სურს სრული კონტროლი დაამყაროს ქართულ მართლმსაჯულებაზე…

-უნდათ რომელია, ამას პირდაპირ ითხოვენ. გახსოვთ, ერთ-ერთმა მოსამართლემ პირდაპირ თქვა ეს, ამის მტკიცებულებებიც არსებობს. მოსამართლემ, რომელმაც ერთ-ერთ საქმეზე მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკის საელჩოს არ მოეწონა, დაუკავშირდა მას და ბოდიშით და, ,,აკაჩავა” სასამართლოს შენობაში. დიახ სასამართლოს შენობაში, სადაც ყველაფერი იწერება და აზრადაც არ მოსვლია საელჩოს თანამშრომელს, რომ ვინმე გაბედავდა და ხმამაღლა იტყოდა. შემდეგ დაემუქრა კიდეც. მოსამართლემ გადაწყვეტილება არ შეცვალა, სწორედ ამიტომ დაასანქცირეს მოსამართლეები.

ერთი სიტყვით, კარგა ხანია, შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები გაცდნენ იმ ფარგლებსა და ჩარჩოებს, რომელშიც უნდა მოქმედებდნენ. ისინი არა მარტო პოლიტიკურ საკითხებში ერევიან, არამედ ჩვენი სუვერენიტეტი არ აინტერესებთ, ბოდიშით და, მიგვიფურთხებია მათი სუვერენიტეტისთვისო, ამბობენ. სასამართლო სისტემაში ერევიან, მოსამართლეების სრული მართვა სურთ, მეტი რაღა გინდათ.

ჩვენ უპრეცედენტო ძალმომრეობას ვხედავთ საქართველოში, ეს ტირანიაა. როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს 760 წლამდე სასჯელი ემუქრება, რაღაზეა საუბარი. აი, გააღვიძეთ ნებისმიერი იდიოტი, გინდ ამერიკაში, გინდ სხვაგან და ჰკითხეთ, თქვენი წარმოდგენით რა გააკეთა ტრამპმა ისეთი, რომ  760 წელი მიუსაჯოო ? ყველა გეტყვის, რომ ეს წარმოუდგენელია, თუმცა დღევანდელი ლიბერალური ტირანიის პირობებში სავსებით შესაძლებელია, რომ ტრამპი 760 წლიან პატიმრობაში აღმოჩნდეს.

მადლობა ღმერთს, ბოლო ორი წელია, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლიანად იქცევა. ჩემი აზრით, მათი ნაბიჯები პატრიოტულია, შესაძლოა, სადღაც ჩვენ გვეჩვენება, რომ  ზედმეტ სიფრთხილეს იჩენენ, მაგრამ მე მესმის მათი. ისინი ცდილობენ, რომ დაპირისპირებაში არ შევიდნენ ამ ძალებთან და მაქსიმალურად დროში გაწელონ მათი ფიგურალურად, რომ ვთქვათ, ჯანყი – წინააღმდეგობა, რადგან, რაც დრო გადის ეს ,,კოლექტიური ტრანსგენდერული დასავლეთი” ძალაუფლებას კარგავს. სხვათა შორის, რუსეთის, ჩინეთის, თურქეთისა და უნგრეთის შემდეგ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გაბედა და უარი თქვა იმ ანტისახელმწიფოებრივი დავალებების შესრულებაზე, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ. დიახ, მინდა გითხრათ, რომ საქართველო მოწინავეა ამ საკითხში.

ოპოზიციის ნაწილი უკვე ღიად აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ და სხვა ნაბიჯებით ნელ-ნელა რუსულ ორბიტას უბრუნდება…

-ეს არის ინტელექტუალური სიღატაკის მაჩვენებელი. ისინი მორალური ლილიპუტები არიან, ამას მეტი არაფერი ჰქვია, არც ნამუსი აქვთ, არც სინდისი. როგორც ჩანს, თავში ტვინიც არ აქვთ, შეუძლიათ მხოლოდ რაღაც დაზეპირებული ფრაზები იმეორონ. მაშინ იგივე წარმატებით ერდორანიც პრორუსი ყოფილა, ორბანიც. ეგენი იმასაც ამბობენ, რომ საქართველო სათანადო მხარდაჭერას არ იჩენს უკრაინის მიმართ, მოკლედ, ბოდავენ.

უკრაინის ტერიტორიაზე კოლექტიური დასავლეთი ომობს. ეს არის ნატოსა და რუსეთს შორის ომი და არა უკრაინა – რუსეთის ომი. დიახ, ოღონდ ეს ომი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, შესაბამისად ამ ომს უკრაინის სახელმწიფო და უკრაინელი ხალხი ემსხვერპლა. ვიმეორებ, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ნატოსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება, რაშიც რუსული სამხედრო მანქანა უფრო მარჯვი, ეფექტური და შემტევი აღმოჩნდა. უკრაინელი ხალხის გენოციდი მიმდინარეობს

-საინტერესოა, თქვენი პოზიცია და პროგნოზი თუ როდის და როგორ დასრულდება ეს ომი…

-მინდა გითხრათ, რომ თავის დაძვრენის რიტუალი კოლექტიურმა დასავლეთმა უკვე დაიწყო, მაგრამ როგორ არის იცით, ეს მარხცი თუ კოლექტიურმა დასავლეთმა გაიფორმა, ანუ თუ დაფიქსირდა, რომ ეს ამერიკის მარცხია და არა უკრაინის ( რაც ნამდვილად ასეა და ასეც იქნება) არ აწყობთ. დამიჯერეთ, ამერიკა დღეს რეალურად ჰეგემონიისთვის აღარ იბრძვის, ის გადარჩენისთვის იბრძვის, რადგან შიგნით, ამერიკულ საზოგადოებაში იმდენად დიდი ბზარია, რომ სამოქალაქო ომის პირას არიან. იქამდე მივიდნენ, რომ ადამიანები, მაგ: კონსერვატორები ლიბერალურ შტატებს ტოვებენ, სხვაგან გადადიან, ლიბერალები კი, კონსერვატორ შტატებს ტოვებენ, ანუ რეალურად დაპირისპირებისთვის ემზადებიან. აი, ახლა ეს მარცხი, ამის გაფორმება არა მარტო ნატოსა და კოლექტიურ დასავლეთს დაშლის, არამედ შესაძლოა, ამერიკაც დაშლის საფრთხის წინაშე დააყენოს. ამიტომ ახლა ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე მარცხი არ გაიფორმონ. წარმოიდგინეთ, 51 წვეყანა ერთად ვერ აწარმოებს იმდენ ჭურვსა და სამხედრო ტექნიკას, რამდენსაც რუსეთი.

და ბოლოს, ევროკომისიის მიერ საქართველოს კანდიდატობაზე ანგარიში სავარაუდოდ, ოქტომბერში გამოქვეყნდება და ამ დოკუმენტის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, შეძლებს თუ არა ქვეყანა სტატუსის მიღებას და მივალთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებამდე მშვიდობიანად ?

-ჩემი აზრით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მოგვცემენ. სხვათა შორის, კანდიდატის სტატუსი  პოლიტიკური სპეკულაციის საკითხია და არა ევროკავშირში გაწევრიანება არ გაწევრიანების საკითხი. მათი წარმოდგენით კანდიდატის სტატუსის მიღება იმდენად უნდა ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომელთაც ილუზორული წარმოდგენები აქვთ, რომ ფიქრობენ, თუ უარს გვეტყვიან სტატუსზე, ხალხი ქუჩაში გამოვა და ხელისუფლებას დაამხობს, რაც მათი მთავარი მიზანია. აი, ამიტომ ისინი კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ.

მოდით, ქრონოლოგიურად, მივყვეთ  –  სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იქნება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბერის დასაწყისში, მაშინ, როდესაც სტატუსზე უარის შეტყობინებას მივიღებთ. აი, ასე აქვთ დაგეგმილი გარედანაც და შიგნიდანაც. ახლა ეს გეგმა, რამდენად განხორციელებადია სხვა საკითხია. ჩემი აზრით,  თუ ,,ქართული ოცნების” შიგნით ღალატს ადგილი არ ექნება, მაშინ მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ და თუ ღალატი იქნება, მაშინ არ ვიცი.

ერთი რამ უნდა ახსოვდეს ყველას: რუსული ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე, 2 საათი უნდა ცხინვალიდან, რომ შემოვიდეს. და მათ ერთხელ უკვე თქვეს : ჩვენ შევცდით მაიდანზე გადატრიალება, რომ დავუშვით, ამას აღარ დავუშვებთო. და ღმერთმა არ ქნას, რომ რუსული ჯარი თბილისში შემოვიდეს, კარგა ხანს ვეღარ გავიყვანთ აქედან. და თუ ეს ბრბო იმას ცდილობს, რომ რუსული არმია როგორმე შემოიყვანოს საქართველოში, მაშინ ყველაფერი გასაგებია და თუ არადა, მაშინ არ მგონია, რომ ვინმე ისეთი სულელი იყოს, რომ არ ესმოდეს რას რა მოჰყვება.

დღეს ნებისმიერ დესტაბილიზაციას რუსეთი გამოიყენებს იმისთვის, რომ სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს საქართველოში. ვიმეორებ, ძლივს გავიყვანეთ აქედან რუსული არმია და კვლავ, რომ შემოვიდნენ კარგა ხანს ვეღარ გავიყვანთ, ამიტომ ყველა უნდა იყოს ჭკუით, ფრთხილად და წინდახედულად.

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor