• November

    29

    2024
  • 79
  • 0
ირაკლი კობახიძე – მომიტინგეების ძალადობის შედეგად დაშავდა 32 პოლიციელი, ამ ძალადობის შედეგი იყო მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის ჟურნალისტების დაზიანებაც, რაც უკიდურესად სამწუხაროა

ირაკლი კობახიძე – მომიტინგეების ძალადობის შედეგად დაშავდა 32 პოლიციელი, ამ ძალადობის შედეგი იყო მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის ჟურნალისტების დაზიანებაც, რაც უკიდურესად სამწუხაროა

საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და 2012 წლიდან, ამ ქვეყანაში ყველას აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, თუმცა, სამწუხაროდ, გუშინდელი პროტესტი ძალიან მალე გასცდა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქტიურობდნენ რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც სამართალდამცავებს მძიმე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„აშკარაა, რომ ეს ძალადობრივი დაჯგუფებები ძალადობისთვის დეკემბრის მეორე ნახევრისთვის ემზადებოდნენ, თუმცა, მათ ამ შემთხვევაშიც დავასწარით და დასაგროვებელი რესურსი აქაც წინასწარ გავანიავებინეთ. მომიტინგეების ძალადობის შედეგად, დაშავდა 32 პოლიციელი, საიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სამწუხაროა, რომ ასევე ამ ძალადობის შედეგი იყო მშვიდობიანი მომიტინგეების დაზიანებაც, მათ შორის ჟურნალისტების დაზიანებაც, რაც უკიდურესად სამწუხაროა. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლებმაც პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა და დაამყარეს წესრიგი რუსთაველის გამზირზე. ყველას მინდა შევახსენო, რომ ყველა კანონდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor