
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
დაძაბულობის განმუხტვის მიზნით პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა
რუსთაველის გამზირზე ვითარება უკისურესად დაძაბულია.
აქციის მონაწილეების მისამართით სპეცდანიშნულების რაზმი იყენებს წყლის ჭავლს და სხვა კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს.
მომიტინგეები გუშინდელის მსგავსად წვავენ ნაგვის ურნებს და სხვადასხვა ნივთებს, ასევე ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მისამართით მომიტინგეები სხვადასხვა საგნებს ისვრიან.
ისევ პარალიზებულია რუსთაველის გამზირი, შეჩერებულია საავტომობილო მიმოსვლა ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც განლაგებულია სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის ავტომობილი, პერიოდულად არის დაპირისპირება მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის.
ირაკლი გუნია





