• November

    30

    2024
  • 87
  • 0
შსს – აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს

შსს – აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს

აქციის მონაწილეები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, პიროტექნიკას, შედეგად დაშავებულია შსს-ს ორი თანამშრომელი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.

„რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებისა, უკვე რამდენიმე საათია, აქციის მონაწილეები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, პიროტექნიკას, შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. აქციის მონაწილეები აზიანებენ და ცეცხლს უკიდებენ ინფრასტრუქტურას.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა გადაინაცვლა ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით, სადაც აღნიშნულმა პირებმა დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი. აქციის მონაწილეთა ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები საზოგადოებამ ნათლად იხილა სატელევიზიო ეთერებში. სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor