• December

    1

    2024
  • 81
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ევროპელი პოლიტიკოსების, თუ დიპლომატების მიერ ძალადობრივი აქციის მშვიდობიანად წარმოჩენა მხოლოდ ახალისებს აქციის მონაწილეთა ახალ ძალადობას

შალვა პაპუაშვილი – ევროპელი პოლიტიკოსების, თუ დიპლომატების მიერ ძალადობრივი აქციის მშვიდობიანად წარმოჩენა მხოლოდ ახალისებს აქციის მონაწილეთა ახალ ძალადობას

ევროპელი პოლიტიკოსების, თუ დიპლომატების მიერ ძალადობრივი აქციის მშვიდობიანად წარმოჩენა მხოლოდ ახალისებს აქციის მონაწილეთა ახალ ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მსურს, აღვნიშნო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი განცხადება, სადაც როგორც იქნა დავინახეთ მოწოდება დემონსტრანტების მიმართ, რომ შეინარჩუნონ აქციის მშვიდობიანი ხასიათი. ეს მცირე ნიშანი ერთგვარად დამაიმედებელია, რომ უახლოეს მომავალში დავინახავთ ევროპელი აქტორების მიერ გაზიარებულ იგივე პოზიციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება საქართველოში დაცულია.

„ნებისმიერი მასშტაბისა და ნებისმიერი ხანგრძლივობის აქცია და პროტესტი დაცულია კანონით, თუკი იგი ატარებს მშვიდობიან ხასიათს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor