• December

    3

    2024
  • 93
  • 0
მიხეილ ჯანელიძე და თინათინ ხიდაშელი საქართველოს პირველ არხზე ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილთან დისკუსიას დათანხმდნენ

მიხეილ ჯანელიძე და თინათინ ხიდაშელი საქართველოს პირველ არხზე ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილთან დისკუსიას დათანხმდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ხვალ, 4 დეკემბერს საქართველოს პირველ არხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან საჯარო დისკუსიაში მონაწილეობას დათანხმდნენ.

დისკუსიაში მონაწილეობაზე თანხმობა თინათინ ხიდაშელმა საქართველოს პირველ არხს სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა, მიხეილ ჯანელიძემ კი ფეისბუქპოსტი დაწერა. „ჩემთვის მისაღებია საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღნიშნული დისკუსიის გამართვა“, – დაწერა მიხეილ ჯანელიძემ.

თინათინ ხიდაშელმა და მიხეილ ჯანელიძემ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი თავად გამოთქვეს. ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილთან ერთად, შესთავაზა საზოგადოებრივ მაუწყებელს, 4 დეკემბერს დაუთმოს ეთერი მიხეილ ჯანელიძესა და თინათინ ხიდაშელთან საჯარო დისკუსიისთვის.

საქართველოს პირველი არხი მზად არის, ორგანიზება გაუწიოს ამგვარ დისკუსიას და მის მონაწილეებს იწვევს 4 დეკემბერს, 22:00 საათზე.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor