• December

    4

    2024
  • 61
  • 0
მეუფე შიო – სამწუხაროდ, მავანნი, მდგომარეობის დამშვიდების ნაცვლად, ლამობენ, სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში, აქციებში, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის

მეუფე შიო – სამწუხაროდ, მავანნი, მდგომარეობის დამშვიდების ნაცვლად, ლამობენ, სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში, აქციებში, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის

ვითარება, როგორც ხედავთ, ძალიან დაძაბულია. ეკლესიის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები, როგორც მომიტინგეებს, ასევე სამართალდამცველთა შორის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ, სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში, ამ აქციებში და მეტი დაძაბულობა შესძინონ ამ მოვლენებს, რაც, რა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის.

ამასთან დაკავშირებით, მე მინდა, გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა იმის თაობაზე, რომ ჩვენ, ყველამ, ამ პერიოდში განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის. სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვითარების დამშვიდებამდე ყოველდღიურად ტაძრებში ჩატარდეს პარაკლისი საქართველოს მშვიდობისთვის, დამშვიდებისთვის, შერიგებისთვის, სიყვარულის გაძლიერებისთვის და ამ აქციებზე დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor