• December

    13

    2024
  • 85
  • 0
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

მოსული ნალექის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები იწმინდება. ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით ტექნიკური მარილი იყრება: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, წავკისის ცენტრალურ ქუჩებზე, წყნეთი-სამადლოს გზატკეცილზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, სოფელ ახალდაბასა და სოფელ დიდგორში.

დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მოძრაობის მხრივ ამ დროისთვის შეფერხებები არ ფიქსირდება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.

საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor