
ხელისუფლებამ პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით ნაძვის ხის საზეიმო გახსნა გადადო
პარლამენტის წინ, სადაც ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების პარალელურად, კონცერტი უნდა გამართულიყო, შექმნილი ვითარების გამო ნაძვის ხის საზეიმო გახსნა გადაიდო.
ადგილზე ამ დროისთვის სცენის დემონტაჟი მიმდინარეობს. ნაძვის ხის ანთება რადიკალური ოპოზიციის აქციის გამო და გაზრდილი შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით გადაიდო, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც პარლამენტთან ნაძვის ხის სანახავად მიდიოდნენ მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ, რომელმაც მოქალაქეებს სიმშვიდისა და დაშლისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის აქციას ამ დრომდე გრძელდება, რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია.
ირაკლი გუნია





