• December

    15

    2024
  • 92
  • 0
სამგორის რაიონში N28 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა შენდება

სამგორის რაიონში N28 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა შენდება

თბილისის მერმა, კახა კალაძე მის მოადგილეებთან, კახა გულედანთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად სამგორის რაიონში, N28 საბავშვო ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

„ეს პროექტი 450 ბავშვზეა გათვლილი. მომავალი წლისთვის სამუშაოები დამთავრებული იქნება და აქაც იგივე მიდგომა გვექნება – გათვალისწინებული იქნება ყველა საერთაშორისო სტანდარტი, დაწყებული სათამაშოებით, კვებით, თეთრეულით, დასრულებული ინტერიერით და ა.შ. ჩვენ 15-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა გვაქვს დაწყებული და ეტაპობრივად, ქალაქში გვექნება სრულიად ახალი, მოწესრიგებული ბაღები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე და სამგორის რაიონის გამებელი კახა სამხარაძე.

საბავშვო ბაღის ძველი შენობა, საექსპერტო დასკვნის მიხედვით, გამაგრებას არ ექვემდებარებოდა, რის გამოც, მისი დემონტაჟი განხორციელდა. საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი დაიწყო ახალი შენობის მშენებლობა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი შენობა 15-ჯგუფზეა გათვლილი და დაახლოებით 450 აღსაზრდელს მოემსახურება.

„ინფრასტრუქტურის მასშტაბის გათვალისწინებით, სრულად დაკმაყოფილდება ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობის საჭიროება სკოლამდელი განათლების მიმართულებით.

N28 ბაღის ჯგუფები და პერსონალი ამჟად, ახლომდებარე ბაღებში არიან განთავსებული, მომავალი წლის ბოლოსთვის კი პატარები ახალ შენობაში დაბრუნდებიან. პროექტის ღირებულება 7,5 მილიონი ლარია“,-მ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor