• October

    5

    2023
  • 96
  • 0
სლოვაკეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახალი მთავრობის ფორმირებამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის წინააღმდეგია

სლოვაკეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახალი მთავრობის ფორმირებამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის წინააღმდეგია

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის წინააღმდეგია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის გადაცემას და ამის გაკეთებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე გეგმავს.

სლოვაკეთის პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, თავდაცვის სამინისტროს განზრახვის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი ოფიციალური წარმომადგენელი განმარტავს, რომ ამ პოზიციით ჩაპუტოვამ „პატივისცემა გამოხატა დემოკრატიული არჩევნების შედეგების მიმართ“.

როგორც ცნობილია, სლოვაკეთში 30 სექტემბერს გამართულ არჩევნებში ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ და მისმა პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ „უკრაინას არცერთ ვაზნას აღარ გადასცემს“.

სლოვაკეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც არჩევნების შედეგად უმრავლესობა რობერტ ფიცოს პარტიამ და კიდევ რამდენიმე პატარა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიიღო, რომლებიც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოდიან, კიევისთვის ახალი დახმარების გადაცემა საშიშ პრეცედენტს შექმნის.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor